ძველი ბათუმის ცენტრალური ქუჩების ენერგომომარაგება გაუმჯობესდება

ძველი ბათუმის ცენტრალური ქუჩების ენერგომომარაგება გაუმჯობესდება

საკურორტო ზონებში ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. სს "ენერგო-პრო ჯორჯია" ბათუმში, მაღალი ძაბვის ქვესადგურის რეაბილიტაციას ახორციელებს, რითაც მნიშვნელოლვნად გაუმჯობესდება ძველი ბათუმის ცენტრალური უბნების ენერგომომარაგება. სს "ენერგო-პრო ჯორჯია" აღნიშნულ სამუშაოებზე 1 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

სამუშაოების ფარგლებში, ქვესადგურ ბათუმი 3-ში რეაბილიტაცია უტარდება მაღალი ძაბვის მოწყობილობებს, რის შედეგადაც 15 000 აბონენტის ენერგომომარაგება ბათუმში უფრო სტაბილური გახდება, აგრეთვე, მნიშვნელოვნად შეამცირდება ავარიული გამორთვების ალბათობა და გაიზრდება ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი.

ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს "ენერგო-პრო ჯორჯია" განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.

მამუკა ბახტაძე: ჩვენი სურვილია, ვიხილოთ მეტი ამერიკული კომპანიის ინვესტიცია საქართველოში

მამუკა ბახტაძე: ჩვენი სურვილია, ვიხილოთ მეტი ამერიკული კომპანიის ინვესტიცია საქართველოში

9 საათის წინ

საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მოწინავე ქვეყანაა და ჩვენი სურვილია, ვიხილოთ მეტი ამერიკული კომპანიის ინვესტიცია საქართველოში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, აშშ-ის ბიზნესწრეების...