სემეკის "მისტიური მომხმარებლის" პროექტის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევები აღმოფხვრილია

სემეკის "მისტიური მომხმარებლის" პროექტის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევები აღმოფხვრილია

"მისტიური მომხმარებლის" პროექტის ფარგლებში მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის კუთხით გამოვლენილი დარღვევები აღმოფხვრილია, -  აღნიშნულის შესახებ შპს "ყაზტრანსგაზ თბილისმა", სს "თელასმა" და შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ  ფაუერმა" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) წერილობით აცნობეს.

კერძოდ, კომპანიების ინფორმაციით, გაუმჯობესებულია ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებასთან დაკავშირებული სერვისები, მოწესრიგებულია მომსახურების ცენტრებში  რიგები და მოქალაქეთა ინფორმირება განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

პროექტის ფარგლებში  გამოვლენილი დარღვევები შეეხებოდა სს "თელასის" სერვის ცენტრებში განაცხადების ჩაბარებას სამუშაო დღეების არასრულ საათებში. კომპანიამ უზრუნველყო სემეკის მოთხოვნის შესრულება და ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ განაცხადების წარდგენა მოქალაქეებს შეეძლებათ როგორც სს "თელასის" სათაო ოფისში, ასევე ბიზნეს ცენტრებში.

განცხადებების მიღება მოხდება 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.  გარდა ამისა, განმცხადებელთა რიგის შემცირების მიზნით, სს "თელასის" ოფისებში განთავსდა განაცხადის ფორმები და მომხმარებლებს მიეცათ შესაძლებლობა თავად შეავსონ განაცხადი. 

"მისტიური მომხმარებლის" პროექტის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევები აღმოფხვრა შპს "ყაზტრანსგაზ თბილისმაც". კომპანიის ცნობით, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი სწრაფი აპარატისა და ბანკის საშუალებით. რიგის მოწესრიგების მიზნით, რაიონულ სადისტრიბუციო ცენტრებში მოეწყო სპეციალური სივრცე, ასევე სათავო ოფისში დაემატა კომპიუტერები, სადაც მოქალაქეებს თავად შეეძლებათ ქსელზე მიერთების განაცხადის ელექტრონულად შევსება.

პროექტის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზე შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ მიღებულ იქნა შესაბამისი ზომები  მოქალაქეთა რიგის შემცირების, ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთებასთან დაკავშირებული პროცედურების გაუმჯობესებისა და ტექსტური შეტყობინებების დროულად მიწოდების კუთხით.

2017 წლის დეკემბერში სემეკის მიერ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში პირველად  განხორციელდა "მისტიური მომხმარებლის" კვლევა, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული კომპანიების მიერ მოქალაქეებისთვის გაწეული მომსახურების პროცესი შემოწმდა. გამოვლენილი დარღვევების გამოსასწორებლად, კომპანიებს ერთ თვიანი ვადა მიეცათ. კვლევის მეორე ფაზაში სემეკი დააკვირდება, რამდენად სრულყოფილად მოხდა გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა კომპანიების მიერ.

"მისტიური მომხმარებლის" პროექტი მოიცავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული ყველა კომპანიის მიერ მოქალაქეებისათვის გაწეულ სხვადასხვა მომსახურებებზე დაკვირვებას. ამასთანავე, სემეკი მოუწოდებს ყველა მომხმარებელს, რომ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მომართონ კომისიას წერილობით ან ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე 16 216. ცხელ ხაზზე დაკავშირება უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან. ასევე, მოქალაქეებს კონსულტაციების გავლა შეუძლიათ კომისიის Facebook გვერდზეც. "მისტიური მომხმარებლის" პროექტს სემეკის დაკვეთით "4 Service Group" ახორციელებს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 23 მაისს გაზმომარაგება შეუწყდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 23 მაისს გაზმომარაგება შეუწყდება

11 საათის წინ

მიმდინარე წლის 23 მაისის დილის 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე ქალაქ გარდაბნის მუნიციპალიტეტში კერძოდ, სოფელ ყარაჯალარისა და ყართაკლიას გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოკარ ჯორჯია გაზი ავრცელებს. აბონენტებისთვის...