კომპანია "IGH"-მა აბასთუმანში, ბაღდათში და საჩხერეში რეგიონული ოფისები გახსნა

კომპანია "IGH"-მა აბასთუმანში, ბაღდათში და საჩხერეში რეგიონული ოფისები გახსნა

რეგიონთაშორისო საავტომობილო გზების მშენებლობის ხარისხის გაკონტროლების მიზნით საინჟინრო-საზედამხედველო კომპანია "IGH"-მა საქართველოს მასშტაბით სამი რეგიონული ოფისი გახსნა - აბასთუმანში, ბაღდათში და საჩხერეში. უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ სამი ოფისის გახსნა.

ახლადგახნილი ოფისები განახორციელებენ ზედამხედველობას ზემო იმერეთი-რაჭის და ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზების მშენებლობაზე, რომელიც ნაწილობრივ უკვე დაწყებულია.

აბასთუმნის, ბაღდათის და საჩხერის  რეგიონული ოფისები მთლინად ქართველი, მაღალკვალიფიციური ინჟინრებით დაკომპლექტდა, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელებენ ზედამხედველობას და დააკვირდებიან სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას და სამუშაოების პროექტთან თანხვედრას. ზემო იმერეთი-რაჭის და ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები კომპანია "IGH"-მა დააპროექტა.

სამშენებლო სამუშაოების დროულად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, მარშრუტები რამდენიმე მონაკვეთადაა დაყოფილი, რათა ერთდროულად დაპროექტდეს რამდენიმე მონაკვეთი და ერთდროულად დაიწყოს მათი მშენებლობა. შესაბამისად, გზის გარკვეული მონაკვეთების პროექტირება უკვე დასრულებულია და მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, ნაწილის პროექტირება  ჯერ კიდევ გრძელდება.

 

კომპანიის შესახებ:

კომპანია "Institute IGH" 1949 წელს დაარსდა ზაგრებში და ძველი იუგოსლავიის მასშტაბით ერთადერთი საინჟინრო-სამეცნიერო ორგანიზაცია იყო, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტირებაზე მუშაობდა. იუგოსლავიის დაშლის შემდეგ კომპანიამ გააფართოვა საქმიანობის არეალი და ლიდერია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. "Institute IGH"-ს, საქართველოს გარდა, ფილიალები აქვს ბოსნია-ჰერცოგოვინაში, მონტენეგროში, სერბეთში, ბულგარეთში, ალბანეთში. კომპანია საქმიანობს ყაზახეთში, რუსეთსა და უკრაინაში.

2012 წლის ოქტომბერში ხორვატიაში ვალების რესტრუქტურიზაციის საყოველთაო პროცესი დაიწყო. ხორვატიის მთავრობის მიერ ინიცირებული ვალების რესტრუქტურიზაციის პროცესი მიზნად ისახავდა მანამდე დავალიანების მქონე კომპანიების ვალების რეგულირების ჩარჩოებში მოქცევას. ვალის რესტრუქტურიზაციის პროცესი კომპანია "Institute IGH"-საც შეეხო. თუმცა ძირითადი აქციონერის შეცვლის შემდეგ 2013 წლის 10 ივნისს დაწყებული რესტრუქტურიზაციის პროცესი ექვს თვეში - 2013 წლის 5 დეკემბერს წარმატებით დასრულდა.

"Institute IGH" უკვე ოთხი წელია წარმატებით საქმიანობს ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე, თავისუფლად და შეუზღუდავად მონაწილეობს საერთაშორისო ტენდერებში, თანამშრომლობს საერთაშორისო ბიზნეს პარტნიორებთან და საერთაშორისო ბანკებთან. მისი აქციები 2003 წლიდან განთავსებულია ზაგრების საფონდო ბირჟაზე, "Institute IGH" -მა საქართველოში საქმიანობა 2016 წლის ბოლოს დაიწყო, როცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გააფორმა ხელშეკრულება, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შესასრულებელი მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის. რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, მშენებლობის და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის და ნაპირსამაგრ სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების შესახებ.  ამასთან, "Institute IGH"-ის საქართველოს ფილიალი ახორციელებს საერთაშორისო და შიდასახელმწიფებრივი მნიშვნელობის გზების მჟშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტირებას.

საქართველოს გარდა, 2017-2018 წლებში "Institute IGH"-მა მოიგო 8 ტენდერი, საერთო ღირებულებით 14,4 მილიონი ევრო. ამჟამად კომპანია მონაწილეობს და უკვე მოვხდა ე.წ. "შორთ ლისტში" 10 საერთაშორისო ტენდერში, მათ შორის ბოსნია-ჰერცოგოვინაში, რუმინეთში და სლოვენიაში.

ახალგაზრდა ინჟინრების მომზადება-გადამზადების მიზნით, „Institute IGH“ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. კომპანიის სამომავლო გეგმებში შედის საქართველოში ძლიერი, გამოცდილი ინჟინრებით დაკომლექტებული ფილიალის ჩამოყალიბება, რომელიც მზად იქნება არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში ადგილობრივი კადრებით განახორციელოს ნებისმიერი სირთულის, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტი.

"Institute IGH"-ის  ძირითადი საქმიანობა მოიცავს მშენებლობების პროექტირებასა და ტექნიკურ ზედამხედველობას, პროექტების მართვას, კვლევებს, საკონსულტაციო მომსახურებას, სამშენებლო მასალების ლაბორატორიულ ტესტირებას, სტანდარტიზაციას. კომპანიის მიერ დაპროექტებულია ათასობით კილომეტრის სიგრძის გზა, 800 ხიდი, 80 კმ საერთო სიგრძის გვირაბი, მათ შორის ყველაზე გრძელი გვირაბი  ხორვატიაში. "Institute IGH"-ის მიერ დაპროექტებული გვირაბები აღიარებულია როგორც ყველაზე უსაფრთხო ევროპაში (2008 და 2009 წლები).

გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 23 მაისს გაზმომარაგება შეუწყდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 23 მაისს გაზმომარაგება შეუწყდება

11 საათის წინ

მიმდინარე წლის 23 მაისის დილის 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე ქალაქ გარდაბნის მუნიციპალიტეტში კერძოდ, სოფელ ყარაჯალარისა და ყართაკლიას გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოკარ ჯორჯია გაზი ავრცელებს. აბონენტებისთვის...