Henley & Partners-ის პასპორტების რეიტინგში იაპონია და სინგაპური ლიდერობს

Henley & Partners-ის პასპორტების რეიტინგში იაპონია და სინგაპური ლიდერობს

კომპანია ჰენლი და პარტნიორების (Henley & Partners) სავიზო კვლევების თანახმად, გერმანიის პასპორტმა დათმო პირველობა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

ამჟამად ყველაზე ძლიერი პასპორტები იაპონელებსა და სინგაპურელებს აქვთ. მათი პასპორტების მფლობელებს მსოფლიოს 180 ქვეყანაში შეუძლიათ ვიზის გარეშე მოგზაურობა:

  • 1-2. იაპონია, სინგაპური -180;
  • 3. გერმანია - 179;
  • 4-10. დანია, ესპანეთი, იტალია, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, ფინეთი, შვედეთი - 178;
  • 11-16. ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, ნორვეგია, პორტუგალია - 177;
  • 17-20. აშშ, კანადა, ირლანდია, შვეიცარია -176
  • 29. ლატვია -170;
  • 34. ლიტვა - 166;
  • 36. ესტონეთი - 165;
  • 76. უკრაინა - 118;
  • 81. რუსეთი - 114;
  • 89. მოლდოვა - 110;
  • 96. საქართველო - 100