დიმიტრი ქუმსიშვილმა კორეის დელეგაციასთან ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილა

დიმიტრი ქუმსიშვილმა კორეის დელეგაციასთან ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილა

კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებს, რომლებიც სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვდა.

მხარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც კორეასა და საქართველოს გააჩნიათ ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.

ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელზეც შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს, იყო ის საინვესტიციო  ინტერესი, რომელიც კორეულ მხარეს აქვს საქართველოში ენერგეტიკის დარგში, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურებისა და  მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით.

აღინიშნა, რომ ამ სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად კორეული კომპანია K-Water უკვე ახორციელებს, სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე მშენებარე „ნენსკრა ჰესია,“ რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1 მლრდ. აშშ დოლარია. ქართული მხარის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსადმი ის ინტერესი, რომელიც მსხვილი კორეული კომპანიის “SK E&C”-ის წარმომადგენლებმა გამოხატეს რამდენიმე დღის წინ პირველ ვიცე-პრემიერთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართულ შეხვედრაზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა კორეელ სტუმრებს გააცნო ის ეკონომიკური რეფორმები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბიზნესის ხელშეწყობისა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ სხვადასხვა ქვეყნებთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები, რაც კიდევ უფრო ზრდის საერთაშორისო ინვესტორების ინტერესს საქართველოს ეკონომიკის სექტორებში  მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის.

კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში რამდენიმედღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.  დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად კორეულ მხარესთან გამართულ შეხვედრას საპარტნიორო ფონდიდან დავით საგანელიძე და ნათია თურნავა, ასევე   ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ზუგდიდში საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრა გამართა

სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ზუგდიდში საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრა გამართა

1 საათის წინ

USAID-ის პროექტის "მმართველობა განვითარებისათვის (G4G)-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შესყიდვების სააგენტოსთან ერთად ატარებს საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში. პროექტის...