"საქართველოს კაპიტალმა" 300 მილიონი დოლარის ობლიგაციები განათავსების შესახებ განაცხადა

"საქართველოს კაპიტალმა" 300 მილიონი დოლარის ობლიგაციები განათავსების შესახებ განაცხადა

BGEO Group-ის საინვესტიციო ბიზნესის ჰოლდინგურმა კომპანიამ "საქართველოს კაპიტალმა"  300 მლნ დოლარის ობლიგაციების, წარმატებულ განთავსებაზე  განაცხადა.

ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი მოვლენა, როდესაც არასაფინანსო და არასახელმწიფო, ქართულმა კომპანიამ 300 მლნ დოლარის ღირებულების საერთაშორისო ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციების სარგებელი 6.125%-შეადგენს ხოლო ვადა 6 წლიანია, 2024 წლის მარტამდე.

ფასიანი ქაღალდების გარიგების დასრულება მოხდება 2018 წლის 9 მარტს. ობლიგაციები გამოიცემა და გაიყიდება გამოსაცემი ფასის 98.77%-ში. მოსალოდნელია, რომ ობლიგაციები განთავსდება ირლანდიის საფონდო ბირაჟზე და შეფასდება S&P-სგან (B+) რეიტინგით, ხოლო Moody's-გან (B2) დონით. აღნიშნული ტრანზაქციის ხელმძღვანელები J.P. Morgan-ი, Citi-ი და Renaissance Capital-ი არიან, თანახელმძღვანელი კი "გალტ ენდ თაგარტი". ტრანზაქციის ხელმძღვანელების იურიდული მრჩეველი არის Freshfields Bruckhaus Deringer LLP-ი, ხოლო "საქართველოს კაპიტალის" იურიდული მრჩეველი არის Baker & McKenzie LLP-ი.

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს ოქტომბერში ავირჩევთ

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს ოქტომბერში ავირჩევთ

9 საათის წინ

პარლამენტში ეროვნული ბანკის 2018-2019 წლების ანგარიშის აუდიტის ჩატარების მიზნით დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისია, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე...