სოფელ მარტყოფში თაბაშირის საწარმო გაიხსნება

სოფელ მარტყოფში თაბაშირის საწარმო გაიხსნება

სოფელ მარტყოფში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თაბაშირის საწარმო გაიხსნება. საწარმოში 218 144 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 12 ადამიანი დასაქმდება.

საწარმო წელიწადში სულ  მცირე 7530 ტონა პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფს. თაბაშირის ან მის საფუძველზე დამზადებული პროდუქცია ძირითადად ქართულ ბაზარზე 35 კილოგრამიან ტომრებში გაიყიდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს "პარტნიორს" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მდებარე 6 817 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 338 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 820 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 13 500–ზე მეტ ადამიანს შეადგენს.

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ომანის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Salam Air-მა დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ომანის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Salam Air-მა დაიწყო

20 წუთის წინ

რეგულარული რეისები მასკატი-თბილისი-მასკატის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით სრულდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს...