ტყიბულის მუნიციპალიტეტში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძიროვანში უახლესი ტექნოლოგიების და ტენდენციების შესაბამისი, ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება. „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა "ქართული ჩაის" ფარგლებში სოფელ ძიროვანში  19.4 ჰა გაველურებული ჩაის პლანტაციას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს "ტყიბულის მთის ჩაის" 19.4 ჰა. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.

ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, ქართული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას.

შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში ინვესტორებისთვის გადაცემულია 449,4 ჰა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ჩაის გაველურებული პლანტაციები. საინვესტიციო პირობების მიხედვით ასევე განხორციელდება ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა და წარმოებისთვის საჭირო დანადგარებით აღჭურვა.

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

18 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...