HUMANITY-მ ყოფილ თანამშრომლებთან სასამართლო დავა წააგო

HUMANITY-მ ყოფილ თანამშრომლებთან სასამართლო დავა წააგო

კომპანია "ჰუმანითი ჯორჯიამ" ყოფილ თანამშრომლებთან სასამართლო დავა წააგო. საქალაქო სასამართლომ 34 თანამშრომლის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და კომპანიას მათ სასარგებლოდ 326 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, ამას ემატება ჯარიმები ვადაგადაცილებულ ხელფასზე.

"ერთადერთი, რაც სასამართლომ არ გაიზიარა კონპენსაციაზე დარიცხული პირგასამტეხლოა, დანარჩენ შემთხვევაში ჩვენი პოზიციები სრულად გაზიარებულია, ვფიქრობ რომ "ჰუმანითი ჯორჯიას" არც სააპელაციო სასამართლოში ექნება საქმის შემოტრიალების შანსი“, - აღნიშნა bm.ge-სთან საუბრისას ადვოკატმა ავთანდილ თეთრაშვილმა. მისი ინფორმაციით, თანხის ამოღებაზე ცალკე სამუშაოა, რისთვისაც კომპანიის ერთ-ერთი აქტივის, ნაკვეთის გამოყენებას გეგმავენ.

"ჰუმანითი ჯორჯია" ქართულ ბაზარზე 2015 წელს სამთავრობო მხარდაჭერით შემოვიდა. ხელისუფლება აცხადებდა, რომ ახალი კომპანია ბაზარზე წამლების გაიაფებას შეძლებდა. იგეგმებოდა რამდენიმე მინლიონიანი პროექტიც, რომლის ფარგლებშიც ამიერკავკასიაში უდიდესი ფარმაცევტული ქარხანა უნდა აშენებულიყო, თუმცა რამდენიმე თვეში გაირკვა, რომ გეგმები აღარ განხორციელდებოდა. "ჰუმანითი ჯორჯიამ" საბოლოოდ ფარმაცევტული პროექტი გააჩერა და ბაზარი დატოვა. "ჰუმანითი ჯორჯიას“ ბაზარზე შემოსვლა ცნობილი მილარდერის ალექსანდრე მაშკევიჩის სახელს უკავშირდებოდა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 23 მაისს გაზმომარაგება შეუწყდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 23 მაისს გაზმომარაგება შეუწყდება

11 საათის წინ

მიმდინარე წლის 23 მაისის დილის 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე ქალაქ გარდაბნის მუნიციპალიტეტში კერძოდ, სოფელ ყარაჯალარისა და ყართაკლიას გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოკარ ჯორჯია გაზი ავრცელებს. აბონენტებისთვის...