ქარვასლაში გამოფენა "გენიალური დილეტანტები: 80-იანი წლების გერმანული სუბკულტურა" გაიმართება

ქარვასლაში გამოფენა "გენიალური დილეტანტები: 80-იანი წლების გერმანული სუბკულტურა" გაიმართება

2018 წლის 6 მარტს, 18:30 საათზე საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით  თბილისის ისტორიის მუზეუმში  (ქარვასლა) გაიმართება დიდი ინტერაქტიულ-მულტიმედიური გამოფენა სახელწოდებით "გენიალური დილეტანტები:  80-იანი წლების გერმანული სუბკულტურა". ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

"გენიალური დილეტანტები: 80-იანი წლების სუბკულტურა გერმანიაში" გოეთეს ინსტიტუტის მოძრავი გამოფენაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებსა და საგამოფენო სივრცეებში  წარმოდგენის შემდეგ საქართველოში პირველად ჩამოვიდა.  ეს დიდი ინტერაქტიულ-მულტიმედიური გამოფენა, რომელიც თავისი კონცეფციითა და ფორმატით განსახვავებულია, 7 მუსიკალური ბენდისა და როგორც დასავლეთ, ისევე აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქებიდან წამოსული ხელოვანების, კინემატოგრაფების და დიზაინერების ნამუშევრების ფონზე სუბკულტურის ფართო მასშტაბს ასახავს.

გერმანიის 1980-იანი წლების სუბკულტურისადმი მიძღვნილი გამოფენა ინტერვიუებით, ვიდეო და ფოტომასალებით, მოსასმენი აუდიოტექსტებით, პუბლიკაციებით, პლაკატებითა და ექსპონატებით არის გამდიდრებული და შესაბამისად, ასეთი მდიდარი პრეზენტაციით დამთვალიერებელს თემატიკაში ფართო შესავალს სთავაზობს.

"გენიალური დილეტანტები" არის განზრახ შეცვლილი დასახელება ერთი იმ კონცერტისა, რომელიც 1981 წელს ბერლინში არსებულ ერთ-ერთ არენაზე „ტემპოდრომი“ ჩატარდა და ხელოვნების აღზევების ხანმოკლე პერიოდს აღნიშნავს. სხვადასხვა მიმართულებით ექსპერიმენტირებისა და ელექტრონული საშუალებების გამოყენების ტენდენცია, განსაკუთრებით ხელოვნების ინსტიტუტების წრეებში  იყო ძლიერი. ამავე დროს, აქცენტი შესუსტდა სახელოვნებო ოსტატობაზე და სივრცე თავისუფალ ექსპერიმენტებს დაეთმო.

გალერიების, ჟურნალების, კლუბების აღმოცენება და მუსიკის თავისუფალი პროდუცირება თანმხლები კონცერტებით იმ ახალი ეპოქის დადგომაზე მიუთითებდა, რომელიც ხელოვანთა ავტონომიითა და ექსპერიმენტული მიდგომების პოპულარიზაციით გამოირჩეოდა. მუსიკის ტექსტებში ინგლისური ენა გერმანულით ჩანაცვლდა, რითაც მაშინდელი პროტაგონისტები მეინსტრიმულ მიმართულებებს გაემიჯნენ და რევოლუციური სლოგანებით რადიკალური ცვლილებების განხორციელება დაიწყეს. ხმამაღალი პროტესტითა და მიზანმიმართული პროვოკაციებით ალტერნატიული ხელოვნების წრეებმა საერთაშორისო ცნობადობა და აღიარება მოიპოვეს.

აპრილში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 627.2 მილიონი ლარით გაიზარდა

აპრილში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 627.2 მილიონი ლარით გაიზარდა

7 საათის წინ

2018 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების...