ლიბერთი ბანკი მხარს უჭერს ქართველ პარაოლიმპიელებს

ლიბერთი ბანკი მხარს უჭერს ქართველ პარაოლიმპიელებს

პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებზე  ქართველი პარაოლიმპიელებიც იასპარეზებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბერთი ბანკი ავრცელებს.

9-18 მარტს კორეაში, ქალაქ პიოჩანგში ტარდება ზამთრის პარაოლიმპიური თამაშები, სადაც 41 ქვეყნის 670 სპორტსმენი მონაწილეობს.

9 მარტს ზამთრის პარაოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე,  საქართველოს  დელეგაცია ოლიმპიურ სტადიონზე ქართულ ეროვნულ დროშას  პირველად  წარადგენს.

ორი ქართველი პარაოლიმპიელი თემურ დადიანი და ნინო საბაშვილი თხილამურებით კროსში მიიღებენ მონაწილეობას და მათ ეკიპირებას ლიბერთი ბანკი უზრუნველყოფს.

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს ოქტომბერში ავირჩევთ

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს ოქტომბერში ავირჩევთ

9 საათის წინ

პარლამენტში ეროვნული ბანკის 2018-2019 წლების ანგარიშის აუდიტის ჩატარების მიზნით დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისია, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე...