“არემჯის“ გარემოსდაცვითი მმართველი: "მწვანე პლატფორმის" კვლევა მიკერძოებული და სუბიექტურია

“არემჯის“ გარემოსდაცვითი მმართველი: "მწვანე პლატფორმის" კვლევა მიკერძოებული და სუბიექტურია

კომპანია "არემჯის" გარემოსდაცვითი მმართველი კოტე ხაჭაპურიძე „რეზონანსთან“ საუბარში აცხადებს, რომ "მწვანე პლატფორმის" მიერ, ერთი კვირის წინ კომპანიისა და საზოგადეობისათვის წარდგენილი კვლევა, ძალზე მიკერძოებული და სუბიექტურია როგორც კოტე ხაჭაპურიძე განმარტავს, კვლევაში უზუსტობებია, რითაც გარემოსდაცვითი პრობლემები აბსოლუტურად სხვა კუთხითაა წარმოდგენილი.

მისი აზრით კვლევა არ ასახავს ობიექტურ რეალობას. გარდა ამისა, კვლევის ავტორები თავად ადასტურებენ, რომ საკითხმა, მათი მოსაზრებით, პოლიტიკური მოძრაობის (პარტიის) სახე უნდა მიიღოს, რაც დამატებით კითხვებს აჩენს. ხაჭაპურიძის თქმით, კომპანიას გაცხადებული აქვს რეალური გარმოსდაცვითი პოლიტიკა და სწორედ ეს გეგმაა შესასრულებელი.

"კვლევა ჩატარდა ისე, რომ არ გვაცნობეს, სინჯების აღების პროცესსაც არ დავსწრებივართ. კვლევითი მუშაობა მიმდინარეობდა სხვადასხვა უნივერსიტეტის ლაბორატორიებში, თუმცა რამდენად აქვთ მათ აკრედიტაცია გავლილი, ჩვენთვის უცნობია, ან იყო თუ არა სტანდარტები დაცული - ესეც უცნობია. მათი კვლევის საფუძველს 2017 წელს, წყლის მხოლოდ 16 ნიმუში წარმოადგენს, მაშინ, როდესაც იმავე 2017 წელს, ჩვენ მიერ 2 747 წერტილზეა აღებული ნიმუში. ძალიან ბევრი კითხვა დაგვიგროვდა ამ დოკუმენტზე, რაზეც პასუხი ვერ მივიღეთ. მაგალითისთვის ერთ-ერთ ფაქტს დაგისახელებთ, რომელიც კადმიუმის ნორმას ეხება. მათ კვლევაში წერია, რომ ორი მდინარის შეერთებამდე, წყალში კადმიუმის ოდენობა დასაშვებ ნორმაზე დაბალია, ხოლო მდინარეების შეერთების შემდეგ მისი მაჩვენებელი ძალიან იმატებს. კითხვაზე, რა ხდება, როდესაც ორი სუფთა წყალი ერთმანეთს ერევა, რატომ იმატებს კადმიუმის მაჩვენებელი - პასუხი ვერ გაგვცეს.

პრეზენტაციაზე მათ აღიარეს, რომ შესაძლებელია, სინჯი არასწორად იყო აღებული. სხვათა შორის, ამის ვიდეოჩანაწერიც არსებობს. ასეთივე მაგალითია, როდესაც ნიადაგის კვლევისას ფონური სინჯის აღების ადგილზე საუბრობენ. მინდა, აგიხსნათ - სინჯი აიღეს სოფელ გომარეთთან, რომელიც, სიმაღლეთა სხვაობის მიხედვით, ჩვენს საბადოზე 500 მეტრით მაღლაა, ხოლო მანძილი საბადოდან სინჯის აღების ადგილამდე 25 კილომეტრია. საბოლოოდ მათ კვლევაში წერია, რომ კადმიუმის შემცველობა გომარეთთან უფრო მეტია, ვიდრე, მაგალითად, უშუალოდ კარიერთან ახლოს მდებარე სოფელ ბალიჭში. ასეთ დროს კვლევის ავტორები არც კი უშვებენ, რომ ეს ბუნებრივი მოვლენაა და აქ ჩვენი წარმოება არაფერ კავშირშია. სამეცნიერო ენაზე ამას გეოქიმიური ანომალია ეწოდება.", - აცხადებს კოტე ხაჭაპურიძე.

როგორც გამოცემა წერს, ამ ეტაპზე კომპანიის ერთადერთი გამოწვევა ძველი პერიოდის ე.წ. ისტორიულ დაბინძურებას უკავშირდება, რის აღმოსაფხვრელადაც აქტიური ღონისძიებები იგეგმება. კომპანიის ინტერესია, ნაკლები ზეგავლენა მოახდინოს გარემოზე. ტექნოლოგიური და საწარმოო პროცესიდან გამომდინარე, არანაირი დაბინძურება არ ხდება მდინარეებზე, თუმცა არის პრობლემა, რომელიც 60-იანი წლებიდან მოდის, მაგრამ 2017 წლამდე, კომპანიის გარდა, არავის გახსენებია.

"როგორც კი საწარმოო პროცესები მოვაწესრიგეთ და რეალურად ოპონენტებს სადავო აღარაფერი დარჩათ, ჩვენგან დამოუკიდებელი ისტორიული დაბინძურების საკითხზე, ანუ მდინარე ფოლადაურის შენაკადებზე დაგვიწყეს კრიტიკა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის გამოწვევა, რომლის მოგვარებაზე კომპანიამ გადაწყვეტილება უკვე 2017 წელს ღიად დააფიქსირა. ეს ჩვენი კომპანიის კეთილი ნებაა და ყველასგან დამოუკიდებლად ვაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეს აუცილებლად კარგ შედეგამდე მივიყვანთ", - ამბობს კოტე ხაჭაპურიძე.

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

17 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...