საქართველო ესტონეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარსდგა

საქართველო ესტონეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარსდგა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტალინში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში TOUREST 2018 მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ესტონეთში საქართველოს სტენდზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარდგენილი იყო 2 სახელმწიფო უწყება და 4 ტურისტული კომპანია: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, მთის კურორტების განვითარების კომპანია, Free Spirit Tours, Future Travel, Mimino Travel და Georgian Discovery Tours.

გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, ენახათ საიმიჯო ვიდეო რგოლები და გაესინჯათ ქართული ღვინო. გამოფენაზე გაიმართა შეხვედრა ესტონელ ტუროპერატორებთან. ტურისტული კომპანიები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოს სამთო კურორტებით. სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს ესტონეთიდან საქართველოს 41%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია 2016 წელთან შედარებით.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

17 საათის წინ

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...