გამოფენა "გენიალური დილეტანტები: 80-იანი წლების გერმანული სუბკულტურა" თბილისში პირველად გაიმართება

გამოფენა "გენიალური დილეტანტები: 80-იანი წლების გერმანული სუბკულტურა" თბილისში პირველად გაიმართება

2018 წლის 6 მარტს, 18:30 საათზე საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით  თბილისის ისტორიის მუზეუმში  (ქარვასლა) გაიმართება დიდი ინტერაქტიულ-მულტიმედიური გამოფენა სახელწოდებით "გენიალური დილეტანტები: 80-იანი წლების გერმანული სუბკულტურა".

"გენიალური დილეტანტები: 80-იანი წლების სუბკულტურა გერმანიაში" გოეთეს ინსტიტუტის მოძრავი გამოფენაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებსა და საგამოფენო სივრცეებში  წარმოდგენის შემდეგ საქართველოში პირველად ჩამოვა.  ეს დიდი ინტერაქტიულ-მულტიმედიური გამოფენა, რომელიც თავისი კონცეფციითა და ფორმატით განსახვავებულია, 7 მუსიკალური ბენდისა და როგორც დასავლეთ, ისევე აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქებიდან წამოსული ხელოვანების, კინემატოგრაფების და დიზაინერების ნამუშევრების ფონზე სუბკულტურის ფართო მასშტაბს ასახავს. გერმანიის 1980-იანი წლების სუბკულტურისადმი მიძღვნილი გამოფენა ინტერვიუებით, ვიდეო და ფოტომასალებით, მოსასმენი აუდიოტექსტებით, პუბლიკაციებით, პლაკატებითა და ექსპონატებით არის გამდიდრებული და შესაბამისად, ასეთი მდიდარი პრეზენტაციით დამთვალიერებელს თემატიკაში ფართო შესავალს სთავაზობს.

"გენიალური დილეტანტები" არის განზრახ შეცვლილი დასახელება ერთი იმ კონცერტისა, რომელიც 1981 წელს ბერლინში არსებულ ერთ-ერთ არენაზე "ტემპოდრომი" ჩატარდა და ხელოვნების აღზევების ხანმოკლე პერიოდს აღნიშნავს. სხვადასხვა მიმართულებით ექსპერიმენტირებისა და ელექტრონული საშუალებების გამოყენების ტენდენცია, განსაკუთრებით ხელოვნების ინსტიტუტების წრეებში  იყო ძლიერი. ამავე დროს, აქცენტი შესუსტდა სახელოვნებო ოსტატობაზე და სივრცე თავისუფალ ექსპერიმენტებს დაეთმო.

გალერიების, ჟურნალების, კლუბების აღმოცენება და მუსიკის თავისუფალი პროდუცირება თანმხლები კონცერტებით იმ ახალი ეპოქის დადგომაზე მიუთითებდა, რომელიც ხელოვანთა ავტონომიითა და ექსპერიმენტული მიდგომების პოპულარიზაციით გამოირჩეოდა. მუსიკის ტექსტებში ინგლისური ენა გერმანულით ჩანაცვლდა, რითაც მაშინდელი პროტაგონისტები მეინსტრიმულ მიმართულებებს გაემიჯნენ და რევოლუციური სლოგანებით რადიკალური ცვლილებების განხორციელება დაიწყეს. ხმამაღალი პროტესტითა და მიზანმიმართული პროვოკაციებით ალტერნატიული ხელოვნების წრეებმა საერთაშორისო ცნობადობა და აღიარება მოიპოვეს.

გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით დიდი მულტიმედიური გამოფენა "გენიალური დილეტანტები: 80-იანი წლების გერმანული სუბკულტურა" თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა)  27 მარტამდე  გაგრძელდება.

15 მარტს 16:00 საათზე თბილისის ისტორიის მუზეუმში  გაიმართება შეხვედრა გერმანელ ვიზუალურ არტისტ და კომპოზიტორ  რობერტ ლიპოკთან, რომელიც ამ დიდი გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე არტისტია. 18:00 საათზე კი  CES-ში (Creative Education Studio, ფაბრიკა) რობერტ ლიპოკი ჩაატარებს ვორკშოპს "when the music doesn’t need visuals art all" (Creative Education Studio) სტუდიის სტუდენტებისათვის. ხოლო იმავე ღამეს, 23:00 საათზე ის შეასრულებს "ლაივს" ღამის კლუბ "Café Gallery"-ში. ბილეთები გაიყიდება "Café Gallery"-ის სალაროში.

სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ზუგდიდში საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრა გამართა

სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ზუგდიდში საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრა გამართა

57 წუთის წინ

USAID-ის პროექტის "მმართველობა განვითარებისათვის (G4G)-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შესყიდვების სააგენტოსთან ერთად ატარებს საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში. პროექტის...