"ენერგო-პრო ჯორჯია": ფოთის ცენტრალური ქუჩების ენერგომომარაგება გაუმჯობესდება

"ენერგო-პრო ჯორჯია": ფოთის ცენტრალური ქუჩების ენერგომომარაგება გაუმჯობესდება

სს "ენერგო-პრო ჯორჯია" განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცას კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

კომპანიამ  ფოთში მაღალი ძაბვის ქვესადგურის რეაბილიტაცია განახორციელა, რითაც მნიშვნელოლვნად გაუმჯობესდა ფოთის ცენტრალური უბნების ენერგომომარაგება. სს "ენერგო-პრო ჯორჯიამ" ქვესადგურ ფოთი 2-ის რეაბილიტაციაში 500 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ქვესადგურ ფოთი 2-ში მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი დამონტაჟდა, რის შედეგადაც 8000 აბონენტი ფოთში უფრო სტაბილურ ელექტროენერგიას მიიღებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ავარიული გამორთვების ალბათობას და გაზრდის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს.

ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს "ენერგო-პრო ჯორჯია" განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

23 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...