გალტ & თაგარტი Global Finance-მა საქართველოში  კიდევ ერთხელ საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა

გალტ & თაგარტი Global Finance-მა საქართველოში კიდევ ერთხელ საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა

გალტ & თაგარტი, Global Finance-ის მიერ საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა საქართველოში. Global Finance-ის ჯილდო "საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2018 წელს" გალტ & თაგარტს ზედიზედ მეოთხე წელია გადაეცემა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გალტ & თაგარტი ავრცელებს.

"გალტ & თაგარტი სთავაზობს მის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე. აღნიშნული ჯილდო არის კომპანიის მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში", - განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

ჟურნალმა Global Finance, მე-18-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.

თიბისი ბანკმა ბიზნესკლიენტებსა და დაინტერესებულ აუდიტორიას ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო

თიბისი ბანკმა ბიზნესკლიენტებსა და დაინტერესებულ აუდიტორიას ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო

3 საათის წინ

ღონისძიებაზე თიბისი ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის სამ ეტაპიანი კონკურსის ფინალი ჩატარდა და 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს. საჯარო პრეზენტაციაზე, ჟიურის წინაშე 6-მა გუნდმა სხვადასხვა...