გიორგი ვაშაძე: დროა ოპოზიციამ გადაწყვიტოს, რომელ მხარეს დგას

გიორგი ვაშაძე: დროა ოპოზიციამ გადაწყვიტოს, რომელ მხარეს დგას

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს და გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ვაშაძის განცხადებით, არსებული პოლიტიკური რელობის შეცვლის ერთადერთი შესაძლებლბა, გაერთიანებაა.

როგორც ვაშაძემ, პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში ოპოზიციური სპექტრი სამ ძირითად ჯგუფად არის დაყოფილი. მისი თქმით, დროა თითოეულმა ოპოზიციურმა პარტიამ და მათმა ლიდერებმა, გადაწყვიტონ, ხელს უწყობენ არსებული პოლიტიკური სისტემის, ანუ ჭაობის - უძრაობის შენარჩუნებას, თუ არიან წარმატებული, გამარჯვებული საქართველოს მხარეს.

ბოლო დღეების მანძილზე, მე შევხვდი და ვესაუბრე ოპოზიციური პარტიების ლიდერების უმრავლესობას. შესაბამისად, დღეს საქართველოში არსებული ოპოზიციური პარტიები შეგვიძლია დავყოთ სამ კატეგორიად. პარტიები, რომლებიც შეგუებულნი არიან არსებულ რეალობას, მაქსიმალურ სარგებელს იღებენ ამ ჭაობისგან და არიან ხელისუფლების სატელიტები. პასიურ მდგომარეობაში მყოფი პარტიები, რომლებიც შემოიფარგლებიან დამკვირვებლის როლით და ვერ/არ ახდენენ გავლენას პოლიტიკურ პროცესზე.

პარტიები, რომლებიც არ ეგუებიან არსებულ ჭაობს, უნდათ სიახლე და საქართველოს წარმატება. აქტიურად არიან ჩართულნი პოლიტიკურ პროცესებში და მზად არიან აიღონ პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე. შესაბამისად, დადგა დრო, თითოეულმა პოლიტიკურმა პარტიამ და მათმა ლიდერებმა მიიღონ გადაწყვეტილება - ხელს უწყობენ არსებული პოლიტიკური სისტემის , ანუ ჭაობის - უძრაობის შენარჩუნებას, თუ არიან წარმატებული, გამარჯვებული საქართველოს მხარეს. აპირებენ ხელისუფლებასთან ერთად ხალხის გაჭირვებაზე პარაზიტირებას, თუ მზად არიან ერთად იზრუნონ ქვეყნის  მომავალზე", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ზუგდიდში საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრა გამართა

სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ზუგდიდში საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრა გამართა

1 საათის წინ

USAID-ის პროექტის "მმართველობა განვითარებისათვის (G4G)-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შესყიდვების სააგენტოსთან ერთად ატარებს საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში. პროექტის...