ქუმსიშვილი: 2018-2019 წლებში საქართველოში 220-ზე მეტი განთავსების ობიექტის გახსნა იგეგმება

ქუმსიშვილი: 2018-2019 წლებში საქართველოში 220-ზე მეტი განთავსების ობიექტის გახსნა იგეგმება

"ტურიზმის განვითარება და  ხელშეწყობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის  ციფრებში გამოხატული შედეგებიც საკმაოდ შთამბეჭდავია", - ამის შესახებ პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სასტუმრო "რამადა ენკორ თბილისის" გახსნაზე განაცხადა.

ვიცეპრემიერის თქმით, აქტიური მუშაობის შედეგია, რომ საქართველოში იზრდება საერთაშორისო ავიარეისების რაოდენობა, ვითარდება და ფართოვდება აეროპორტებიდა მიმდინარეობს ტურისტულად მნიშვნელოვანი ადგილების სწორი განაშენიანების გეგმების შედგენა.

მინიტრის განმარტებით, ეს არის ძალიან დინამიური პროცესი, რომელიც საბოლოოდ ემსახურება იმას, რომ ტურიზმმა ქვეყანაში მეტი შემოსავლები მოიტანოს და ახალი სამუშაოადგილები შექმნას.

"2017 წელს შვიდ მილიონ ნახევარზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი გვყავდა, საიდანაც 3 მილიონ 400 ათასზე მეტი ტურისტი იყო. უახლოესი მიზანია 11 მილიონი საერთაშორისოვიზიტორი. სწორედ ეს გვიბიძგებს ახალი ინვესტიციების განხორციელებისთვის და სწორედ ეს არის მამოძრავებელი ძალა ინვესტორებისა და ჩვენი ქვეყნისთვის", - აღნიშნა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ 2015-2017 წლების განმავლობაში, საქართველოში გაიხსნა 200-ზე მეტი განთავსების ობიექტი, 13,700-ზე მეტი საწოლი ადგილით; ხოლო 2018-2019 წლებისგანმავლობაში იგეგმება 220-ზე მეტი განთავსების ობიექტის გახსნა, 22,200-ზე მეტი საწოლი ადგილით.

პაატა მანჯგალაძე: სირცხვილია რუსთაველის ერს ეს ბოროტი მაჯლაჯუნა ამ ფორმით მართავდეს

პაატა მანჯგალაძე: სირცხვილია რუსთაველის ერს ეს ბოროტი მაჯლაჯუნა ამ ფორმით მართავდეს

52 წუთის წინ

"ახალი საქართველოს" პოლიტიკური მდივანი, განცხადებას ავრცელებს. პაატა მანჯგალაძის თქმით, ბიძინა ივანიშივილი პრემიერ-მინისტრებს განტევების ვაცად იყენებს. "ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრებს განტევების ვაცად იყენებს, იმ...