ირაკლი ლექვინაძე: სასამართლო საკითხები ჩვენი განხილვის ყველაზე აქტუალურ თემებს შორისაა

ირაკლი ლექვინაძე: სასამართლო საკითხები ჩვენი განხილვის ყველაზე აქტუალურ თემებს შორისაა

დღეს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დღეს ბიზნეს ასოციაციის წევრებს ხვდება. ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური - სასამართლო საკითხებია.

"ჩვენს ყველაზე აქტუალურ საკითხებს შორის, რა თქმა უნდა, სასამართლო საკითხია. მიგვაჩნია, რომ ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა არის სასამართლო. ეს, რა თქმა უნდა, უკავშირდება ვადებსა და მოსამართლეების სპეციალიზაციას, რადგან ბევრი სპეციფიური დავაა, რომელიც ბევრად სიღრმისეულ შესწავლას მოითხოვს", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისი თქმით, იგი ბიზნესთან და საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად, პრობლემატური საკითხების შეგროვებაზე მუშაობს, რათა აღნიშნული თემების განხილვა შემდგომ საბჭოზე მოხდეს.

"ჩვენ ახლა ვმუშაობთ ბიზნესთან და საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად, შევაგროვოთ ყველა პრობლემატური საკითხი და ამ საბჭოზე განვიხილოთ ისინი. მეორე მიმართულება - ჩვენ კანონით განსაზღვრული გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელს სასამართლოს მეგობრის ფუნქციით გამოსვლა შეუძლია. გვინდა, რომ ამ საკითხზე გავიაროთ კონსულტაცია ბიზნესთან. ეს სფერო შეიძლება გაფართოვდეს და სასამართლო, სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებითაც შეგვიძლია ეს ფუნქცია კანონით განვსაზღვროთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ნაწილში ჯერჯერობით კონსულტაციების რეჟიმში ვართ", - აცხადებს ლექვინაძე.

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

13 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...