ჭირაქაძე: იმედია, ტრადიციები, რაც ბიზნეს ასოციაციას გახარიასთან ჩამოუყალიბდა, გაგრძელდება

ჭირაქაძე: იმედია, ტრადიციები, რაც ბიზნეს ასოციაციას გახარიასთან ჩამოუყალიბდა, გაგრძელდება

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დღეს ბიზნეს ასოციაციის წევრებს ხვდება. შეხვედრის დაწყებამდე ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი ჭირაქაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ იმედს გამოთქვამს, ის ტრადიციები, რომლებიც ბიზნეს ასოციაციას პირველი ბიზნესომბუდსმენის გიორგი გახარიას დროს ჩამოუყალიბდა, კვლავ გაგრძელდება.

"დღეს ვხვდებით ბიზნეს ასოციაციის წევრები ახალ ბიზნესომბუდსმენს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ბიზნეს ასოციაციას ის ტრადიციები, რომლებიც ჩამოუყალიბდა გიორგი გახარიასთან პირველ ბიზნეს ომბუდსმენთან, გაგრძელდება და საკმაოდ ხარისხობრივად ვითანამშრომლებთ პრემიერმინისტრთან, ბიზნეს ომბუდსმენის აპარატთან.

ძალიან ბევრი თემა და საკითხი დაგროვდა, რომელიც გვინდა, რომ განვიხილოთ. თქვენ გახსოვთ, სულ რამდენიმე კვირის წინ ჩავატარეთ შეხვედრა პრემიერმინისტრთან, სადაც ვაჩვენეთ ჩვენი შიდა კვლევა, რომელიც ეხებოდა იმ საკითხებსა და თემებს, რომელთა შესახებაც მომავალში მოგიყვებით. დღეს კი ვაპირებთ დეტალურად განვიხილოთ ბიზნესობმუდსმენთან. ვიცი, რომ ირაკლი ლექვინაძესაც აქვს საკითხები და თემები, რომლებიც უნდა, რომ გაგვაცნოს.

რამდენჯერმე განვაცხადეთ, რომ ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები დაკავშირებულია სასამართლოსთან, ლართან, რომელიც არა მარტო ჩვენი პრობლემაა, არამედ მთელი საქართველოსი და ვხედავთ ძალიან ბევრ ქმედებას, რომელიც ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს, რათა ლარი დასტაბილურდეს, თუმცა ცუდად, თუ კარგად, ლარი დღეს სტაბილურია, რაც ძალიან კარგია.

არის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის დეტალური განხილვა ბიზნესთან აუცილებელია და ჩვენ ვთხოვთ ბიზნესობმუდსმენს, ამაში ჩაერთოს",- განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება ჩატარდება

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება ჩატარდება

19 ივნისი, 2018

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება, Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018, ჩატარდება. კონფერენციის მიზანია, თითოეულ მონაწილეს კომპლექსურად გააცნოს ქვეყანაში არსებული კრიპტო ინდუსტრიის ეკონომიკური და სამართლებრივი...