ირაკლი ლექვინაძე: მეწარმეები დაზღვევის როლსა და ფუნქციას ისე აქტუალურად არ აფასებენ

ირაკლი ლექვინაძე: მეწარმეები დაზღვევის როლსა და ფუნქციას ისე აქტუალურად არ აფასებენ

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ, ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, ჟურნალისტებთან ისაუბრა სავალდებულო დაზღვევის რეგულაციის შესახებ, რომელიც მესამე პირის ჯანმრთელობის დაზღვევას ითვალისწინებს.

"ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესის მხრიდან ჩვენთან პრეტენზია არ დაფიქსირებულა. გასული წლის პრაქტიკამაც და, სამწუხაროდ, გუშინდელმა დღემაც აჩვენა, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება ამ კუთხით საჭიროა, რადგან ეს უკავშირდება, ერთი მხრივ, ადამიანის უსაფრთხოებას, მომხმარებლების უსაფრთხოებას, მეორე მხრივ - მეწარმეების უფრო მეტად დაცულობას, რომლებიც, სამწუხაროდ, დაზღვევის როლსა და ფუნქციას ჯერ კიდევ ისე აქტუალურად არ აფასებენ, როგორც ეს მნიშვნელოვანია.

შემდეგ ეს იწვევს იმას, რომ დანაკარგები არის ძალიან მაღალი და ყველა, ბუნებრივია, მიდის სახელმწიფო უწყებებამდე გარკვეული ზარალის, ან კომპენსაციის მოთხოვნით. ამიტომ, ეს მოცემულობა გვაჩვენებს, რომ აქ რაღაც გადაწყვეტილებები საჭიროა და ვფიქრობთ, რომ თუნდაც პირველ ეტაპზე, მხოლოდ სავაჭრო ცენტრებში, სადაც ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო წელს და მიმდინარე წელსაც გვქონდა ამის მაგალითი, საჭიროა მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

15 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...