სალაყაია: "ბადაგონის" მოვლენების უკან ბეჟუაშვილები დგანან და მალე მოეფინება ამას ნათელი

სალაყაია: "ბადაგონის" მოვლენების უკან ბეჟუაშვილები დგანან და მალე მოეფინება ამას ნათელი

პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას ინიციატივით, ღვინის კომპანია "ბადაგონის" 100% წილი მფლობელს, გიორგი სალაყაიას შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები და რამდენიმე დეპუტატი ესწრებოდა.

გიორგი სალაყაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აგრარულ კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია "ბადაგონის საქმის" მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

"კომიტეტის თავმჯდომარემ და მოადგილეებმა აღგვითქვეს, რომ ისინი თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეძლებენ ეს საქმე ძირფესვიანად შეისწავლონ. მიდის ტოტალური დაკითხვები, გაურკვეველი მიზეზებით იკითხებიან კომპანიის პიარ მენეჯერი, მდივნები, ჯერ ასე ვთქვათ, ზევით არ არიან ასული".

- თქვენ თავიდანვე განაცხადეთ, რომ იმაში რაც "ბადაგონის" ირგვლივ ხდება ბეჟუაშვილები დგას...

"ჩვენი დიდი ვარაუდით, ზუსტად დათო ბეჟუაშვილი დგას ამ მოვლენების უკან და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მალე მოვფინოთ ნათელი ამ ყველაფერს".

- ინტერესის საგანს რა წარმოადგენს?

"წარმატებული ბიზნესის ხელის ჩაგდება".

- თქვენ დიდი ხანია ხართ ბაზარზე, თუ აქამდე არ ჰქონდათ ბეჟუაშვილებს ინტერესი, ახლა რატომ გაუჩნდათ?

"2017 წელს კომპანია გახდა ყველაზე წარმატებული ჩვენს დარგში ექსპორტის კუთხით. დასაქმებული 600 ადამიანი, რომლებიც  იღებენ ძალიან მაღალ სტაბილურ ანაზღაურებას. კომპანიას აქვს უამრავი კონტრაქტი ექსპორტის კუთხით, გაიხსნა ჩინეთის ბაზარი და ყველაზე წარმატებული კონტრაქტი აქვს სწორდ "ბადაგონს". ასევე, აქვს ყველაზე დივერსიფიცირებული ბაზარი. რაც მთავრია, კომპანია აღჭურვილია მაღალი და ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიებით. კომპანიას ემსახურება მსოფლიოს ხუთეულში   მყოფი მეღვინე დონატო  დონატი და ეს ყველაფერი არის ის აქტივი, რომელმაც მას ძალიან დააინტერესა", - განაცხადა სალაყაიამ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 23 მაისს გაზმომარაგება შეუწყდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 23 მაისს გაზმომარაგება შეუწყდება

11 საათის წინ

მიმდინარე წლის 23 მაისის დილის 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე ქალაქ გარდაბნის მუნიციპალიტეტში კერძოდ, სოფელ ყარაჯალარისა და ყართაკლიას გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოკარ ჯორჯია გაზი ავრცელებს. აბონენტებისთვის...