უკრაინელი ტუროპერატორები და ჟურნალისტები საქართველოში იმყოფებიან

უკრაინელი ტუროპერატორები და ჟურნალისტები საქართველოში იმყოფებიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით    უკრაინელი ტუროპერატორები და ჟურნალისტები საქართველოს ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფო ტურის ფარგლებში უკრაინული ტურისტული კომპანიების და მედიის 11-მა წარმომადგენელმა მცხეთა, ანანური, გუდაური, ბორჯომი, ბაკურიანი  და თბილისის ისტორიული უბნები მოინახულა.

ტურის მონაწილეებს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა, სტუმრებისთვის საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. სამომავლო თანამშრომლობის და ტურების დაგეგმვის მიზნით უკრაინული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ.  სტუმრების განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებით. ინფო ტური საქართველოში ავიაკომპანიის "Yan Air" მხარდაჭერით გაიმართა.

სტატისტიკური მონაცემებით 2017 წელს საქართველოს უკრაინიდან 193 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა 2016 წელთან შედარებით 10.4 %-ით მეტია.

გიორგი ვაშაძე: ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი არის უპრეცენდენტო მსოფლიოში

გიორგი ვაშაძე: ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი არის უპრეცენდენტო მსოფლიოში

9 საათის წინ

"ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი, რომელიც "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" მიერ შეიქმნა, არის უპრეცენდენტო მსოფლიოში. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე, ჩემს მშობლიურ საქართველოშიც შევძლებთ მის მიღებას“ - ამ სიტყვებით მიმართა...