თურქეთში ქართულ ლიმონზე, კივზე, ყურძენზე, ჩირსა და სხვა პროდუქციაზე დაწესებული კვოტები გაუქმდა

თურქეთში ქართულ ლიმონზე, კივზე, ყურძენზე, ჩირსა და სხვა პროდუქციაზე დაწესებული კვოტები გაუქმდა

ქართულ და თურქულ მხარეს მოლაპარაკების საბოლოო რაუნდი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა, სადაც, შეთანხმების ფარგლებში, ქართულ ლიმონზე, კივზე, ყურძენზე, ჩირზე, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვებსა და წვენებზე, საკვებ ინგრედიენტებზე დაწესებული კვოტები გაუქმდა.

გარდა აღნიშნულისა, კვოტები გაიზარდა ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა თაფლი, რომელზეც თურქეთში მოთხოვნა საკმაოდ დიდია. კვოტები აგრეთვე გაიზარდა ცოცხალ ცხვარზე და თხაზე, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.

"მოლაპარაკების შედეგების შესაბამისად, ქართულ ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა, 20 პროცენტით გაზარდოს ექსპორტი თურქეთის რესპუბლიკაში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოლაპარაკების დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი ვაჭრობა დაფარავს მომსახურებით ვაჭრობასაც, რომელზეც მოლაპარაკებები გაგრძელდება.

"დღეს საქართველოს პირველ ვიცეპრემიერთან და ქართულ დელეგაციასთან ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოცულობითი განახლების საკითხი განვიხილეთ. შეხვედრა ძალზე პოზიტიური და ნაყოფიერი იყო. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ვაჭრობის სფეროში დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდეს, სავაჭრო მოცულობა გაიზარდოს და ურთიერთობა უფრო გაღრმავდეს", - განაცხადა თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ.

მერაბ ჭანუყვაძე: ვტოვებ გუბერნატორის თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის სამსახურში

მერაბ ჭანუყვაძე: ვტოვებ გუბერნატორის თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის სამსახურში

4 საათის წინ

გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა. მან ამის შესახებ საკუთარ facebook გვერდზე დაწერა და მადლობა გუნდსა და ხალხს გადაუხადა.   "ჩემო მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა! ამ პერიოდის განმავლობაში...