"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

2019 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ საგურამოში, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას გახსნის.

ფინური სკოლის პროექტის მნიშვნელობაზე გვესაუბრება "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" აღმასრულებელი დირექტორი ბ-ნი აიეტ კუკავა:

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინანსურ სექტორში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ავტორიტეტული კომპანიაა. რატომ გადაწყვიტეთ განათლების სექტორში ყოფილიყავით ჩართულები?

ჩვენი კომპანიის პრიორიტეტია ხელი შეუწყოს იმ დარგების განვითარებას, რომელიც ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ცნობილია, რომ ბოლო წლებში ფინეთი ლიდერობს ახალგაზრდა ინოვაციური დამწყები კომპანიების წარმატებული პროექტებით, რომელთა უმრავლესობა მულტიმილიონიან, მილიარდიან კომპანიებად ჩამოყალიბდა. ფინელების წარმატება გამოიხატება არა მხოლოდ სასკოლო განათლების საერთაშრისოდ აღიარებული მაღალი რეიტინგებით, არამედ ახალგაზრდების მიერ პრაქტიკაში განხორციელებული წარმატებული პროექტებით.

სწორედ ეს მაჩვენებელი გახდა ჩვენი ჰოლდინგისთვის მთავარი მოტივატორი დაგვემყარებინა კავშირები, წავსულიყავით ფინეთში, შევხვედროდით განათლების სექტორის და მთავრობის წარმომადგენლებს, დაგვეთვალიერებინა ფინური სკოლები და დეტალურად შეგვესწავლა მათი სასწავლო მოდელი. შედეგად, გავაფორმეთ ხელშეკრულება წამყვან ფინურ განათლების კონსორციუმთან და მათთან ერთად დავიწყეთ ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელი სტრატეგიული საგანმანათლებლო პროექტი.

ფინური სკოლის კონცეფციასა და მთავარ პრინციპებზე დეტალურად გვესაუბრება "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" მარკეტინგის მენეჯერი ქ-ნ მარიკა ლომთაძე:

რა არის ფინური სკოლის გახსნის კონცეფცია და მიზანი?

საერთაშორისო კვლევების თანახმად, 2012 წლიდან ფინეთი ლიდერია დაწყებითი და საშუალო განათლების სისტემათა მსოფლიო რეიტინგში, ხოლო ფინელი მოსწავლეები მსოფლიოში საუკეთესო შედეგს აჩვენებენ  ცოდნისა და სასკოლო უნარ-ჩვევების მაჩვენებლების მიხედვით.

ფინური განათლების მოდელი უნიკალურია არა მხოლოდ უმაღლესი განათლების სტანდარტებით, არამედ სასწავლო დაწესებულებების აკადემიური პროცესით, თითოეულ მოსწავლეზე ინდივიდუალურად მორგებული უნიკალური, ერგონომიული ინფრასტრუქტურით, სასწავლო პროცესისათვის კომფორტული არქიტექტურით და მშენებლობის მაღალი ხარისხით, რაც  საუკეთესო გადაწყვეტილებაა ქვეყნის განათლების სისტემის კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის.

საყოველთაოდ მიღებული ფაქტია, რომ ახალი თაობა სკოლაში უფრო მეტად არის დამოკიდებული მასწავლებელზე, ვიდრე უნივერსიტეტში სტუდენტი პროფესორზე. ჩვენი მიზანია, მშობლებს და მოსწავლეებს სრულყოფილი და მსოფლიოში საუკეთესო სასკოლო სისტემა შევთავაზოთ.

სწორედ ამ მიზნით ალიანს ჯგუფის მიერ  შეირჩა ფინური განათლების კონსორციუმი რომელსაც განხორციელებული აქვს მასშტაბური განათლების პროექტები როგორც ფინეთში, ასევე საერთაშორისო ბაზარზეც. აღსანიშნავია, რომ კონსორციუმი შედგება სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციებისგან:  განათლების ექსპერტებისგან, სასწავლო პროცესის ოპტიმიზირების პროგრამული უზრუნველყოფის პროფესიონალებისგან, არქიტექტორებისგან, მშენებლებისა და დიზაინერებისგან, რომლებიც მუშაობენ "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" თანამშრომლებთან ერთად იმისათვის რომ ფინური სკოლის პროექტი წარმატებულად განხორციელდეს.

რატომ აირჩიეთ საგურამო ფინური სკოლის ასაშენებლად?

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" მიზანია ფინური სკოლა გახდეს ერთ-ერთი თვალსაჩინო და სანიმუშო არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონშიც. საგურამო არის ის ადგილი, რომელსაც აქვს შესაბამისი სივრცე, სასწავლო პროცესისთვის იდეალურად მყუდრო და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, რაც აუცილებელია ფინური სკოლის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის.

ჩვენთვის პრიორიტეტი ბუნებასთან ახლო ადგილმდებარეობის შერჩევა იყო, რადგან ფინური სასწავლო სისტემის ერთ-ერთი მამოძრავებელი ფაქტორი სწორედ ცოდნის სასწავლო კედლებს გარეთ მიღებაა.

გყავთ თუ არა შერჩეული მასწავლებლები ფინური სკოლისთვის და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი?

სკოლის მენეჯმენტის ძირითადი ნაწილი ფინელი გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტდება. დასაქმდებიან მოწვეული მასწავლებლები ფინეთიდან. გარდა ამისა, იგეგმება კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარების ჩატარება სპეციალურად მოწვეული ფინელი ლექტორების მიერ და ფინური აკრედიტირებული საგანმანათლებლო ორგანიზაციის მიერ გაიცემა საერთაშორისო სერთიფიკატები. შესაბამისად ნებისმიერმა პედაგოგმა, რომელსაც სურვილი აქვს გახდეს ფინური სკოლის მასწავლებელი, აუცილებელია გაიაროს აღნიშნული სერტიფიცირება.

რა არის ფინური სკოლის საინვესტიციო კაპიტალი?

პროექტი ითვალისწინებს 15-20 მილიონი ევროს ინვესტიციას, რაც ასევე გულისხმობს სკოლის მიმდებარე ინფრასტრუქტურის განვითარებას.

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" დაარსდა 2005 წელს ქართველი, ამერიკელი და ევროპელი აქციონერების მიერ. ის წარმოადგენს საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანიას რომელიც მართავს დივერსიფიცირებულ კომპანიებს საფინანსო და საკონსულტაციო სექტორში.

კომპანია GWS ბაროკოს სტილში გრანდიოზულ ღონისძიებას The Garden of Delights გამართავს

კომპანია GWS ბაროკოს სტილში გრანდიოზულ ღონისძიებას The Garden of Delights გამართავს

22 ივნისი, 2018

23 ივნისს, 18:00 საათზე ცნობილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია GWS თელავში, აჩინებულში მდებარე ერთ-ერთ უძველესი ღვინის ქარხნის ეზოში ბაროკოს სტილში გრანდიოზულ ღონისძიებას სახელწოდებით, "ტკბობის ბაღი"/"“The Garden of Delights"...