თბილისი საერთაშორისო საავიაციო ფორუმს #CONNECT2018 მასპინძლობს

თბილისი საერთაშორისო საავიაციო ფორუმს #CONNECT2018 მასპინძლობს

სასტუმრო "ბილტმორში" საერთაშორისო საავიაციო ფორუმის, CONNECT 2018-ის საიუბილეო, რიგით მე-15 ღონისძიება მეორე დღეა გრძელდება. ფორუმში 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. ფორუმის მეორე დღე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა გახსნა. აღნიშნული შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
 
გიორგი ჩერქეზიშვილის თქმით, Connect ეს არის პლატფორმა, როდესაც ხდება ავიაკომპანიების, აეროპორტების და ამ ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიების ყოველწლიური შეკრება, სადაც იგეგმება მომავალი წლის გეგმები და ზოგადად ხდება მათი ურთიერთდაკავშირება.
 
"დღეს ბედნიერი ვართ, რომ გვაქვს საშუალება ვუმასპინძლოთ რიგით მე-15 საიუბილეო ღონისძიებას, სადაც ჩამოსულია 500-ზე მეტი დელეგატი  65 ავიაკომპანიიდან და 250-ზე მეტი აეროპორტიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა.
 
ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკის სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორი ქეთი ალექსიძე. ქეთი ალექსიძის განცხადებით, ფორუმზე შეკრებილი  ყველა დელეგატი ამბობს, რომ საქართველომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
 
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ღონისძიების მასპინძლობა. რეალურად ჩვენ წარმოდგენილი გვყავს ავიაკომპანიების ის გუნდი, რომელიც უშუალოდ იღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ სად უნდა იფრინოს ამა თუ იმ ავიაკომპანიამ. ჩანიშნული გვაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა და ვფიქრობთ, რომ ის შესაძლებლობა, ამ ადამიანებს ადგილზე ვაჩვენოთ ჩვენი პოტენციალი, არის ძალიან კარგი შანსი ჩვენთვის. დღემდე ყველაფერი გვესმის პოზიტიური და მნიშვნელოვანია, რომ ყველა დელეგატი ამბობს, რომ საქართველომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა", - აღნიშნა ქეთი ალექსიძემ.
 
ფორუმზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი, საფრანგეთის აეროპორტის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი კარენ ბუტო და ა.შ. ღონისძიების მოდერატორი იყო საავიაციო ჟურნალ anna.aero-ს მთავარი ანალიტიკოსი ნიკ პრესტონი.
 
ფორუმის ფარგლებში პრეზენტაციები გამართეს "ფლაი დუბაის", "ტრანსავია ეარლაინ" "ნორდიკა ეარლანი"-ისა  და სხვა ავიაკომპანიის ხელმძღვანელებმა. 16:00 საათზე  დაგეგმილია პანელი,   რომელშიც ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე მონაწილეობს. დელეგატებისთვის გაიმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია.
საქართველოს მთავრობამ რვა თვის წინ გადაწყვიტა CONNECT 2018-ის შერჩევის პროცესში მიეღო მონაწილეობა და საქართველო რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძელი გამხდარიყო. მასშტაბური,საერთაშორისო დონის ღონისძიება წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.
 
ფორუმში მონაწილეობენ ისეთი წამყვანი ავიაკომპანიები, როგორიცაა: Royal Dutch Airlines, Gulf Air, Wizz Air, Ryanair, Ukraine International Airlines, Turkish Airlines, TUI France, Airzena, SAS Scandinavian Airlines, LOT Polish Airlines, British Airways, Ernest Airlines, Transavia, HOP, MIAT Mongolian Airlines, Tajik Air, PTL Airlines, Flybe, Blue Air, SWISS International Airlines, Iberia, Croatia Airlines, Eurowings, Nordica, Meridiana, Pegasus Airlines, Kuwait Airways, Flydubai, Ellinair, Lufthansa, Volotea, Atlas Global, Air France, air Baltic და სხვა.
 
ფორუმზე დამსწრე დელეგატები განიხილავენ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს. ასევე, საფუძველი ჩაეყრება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ ავიამიმართულებაზე თანამშრომლობას. ფორუმის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია დაინტერესდეს საქართველოს ბაზრით და მეტი ავიამიმართულებები დაემატოს.
ბათუმში ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიმართება

ბათუმში ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიმართება

6 წუთის წინ

18-19 აგვისტოს, 15:00-დან 23:00 საათამდე, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიმართება ბათუმში, ერას მოედანზე. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა...