გიორგი ჩერქეზიშვილი ლატვიის რესპუბლიკის გარემოს დაცვის და რეგიონალური განვითარების მინისტრს შეხვდა

გიორგი ჩერქეზიშვილი ლატვიის რესპუბლიკის გარემოს დაცვის და რეგიონალური განვითარების მინისტრს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ლატვიის რესპუბლიკის გარემოს დაცვის და რეგიონალური განვითარების მინისტრს კასპარს გეჰარდს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
 
ლატვიის მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ - გარემოს დაცვის და რეგიონალური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მდივანის მოადგილეები ალდა ოზოლა და ედმუნდს ბელსკისი, საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საელჩოს ლატვიის საქმეთა დროებითი რწმუნებული მადარა სილინა და სხვა მაღალი რაგნის წარმომადგნელები.  საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამინისტროს კავშირგაბმულობის საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებმა, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ICT ინდუქტრიის წარმომადგენლები.
 
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში მხარეთა შორის მიმდინარე თანამშრომლობაზე და მისი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე, რომელიც პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს ორივე ქვეყნის ციფრული ეკონომიკის შემდგომ განვითარებაზე. გიორგი ჩერქეზიშვილმა მოკლედ მიმოიხილა ტელეკომუნიკაციების მიმართულებით მიმდინარე და განხორციელებული პროექტები, მან ხაზი გაუსვა ლატვიის მხარესთან  ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროებში.
 
გიორგი ჩერქეზიშვილმა ლატვიელ სტუმრებს მადლობა გადაუხადა დარგობრივ საერთაშორისო ორგანიზაციაში, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირში (ITU) საქართველოს მხარდაჭერისთვის სხვადასხვა მიმართულებებით, მან ასევე მოიწვია ლატვიის მხარე 2018 წლის 5-6 ივნისს ქ. თბილისში დაგეგმილ ევროპულ დიალოგზე ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ  ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული დიალოგის ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ჩატარება უპრეცენდენტო შემთხვევაა და რომ ეს დიდი პატივია საქართველოსთვის უმასპინძლოს აღნიშნულ ფართომასშტაბიან ღონისძიებას.
 
ლატვიის დელეგაციასთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ელექტრონული მმართველობის მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების საკითხებს. მხარეებმა  მზადყოფნა გამოხატეს, თანამშრომლობა გააღრმაონ საერთაშორისო ფართოზოლოვანი ქსელების, ელექტრონული მმართველობის განვითარების, ელექტრონული სერვისებისა და პროგრამული უზრუნველყოფის, ასევე ინოვაციური ეკოსისტემის და სხვა მიმართულებით.
ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

18 საათის წინ

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სოციალური პროექტი დაიწყო - "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი", რომელიც გასული წლის "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშწყობის პროგრამის"...