ქუმსიშვილმა თურქ კოლეგასთან ერთად ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალების განვითარების ინიციატივა დააყენა

ქუმსიშვილმა თურქ კოლეგასთან ერთად ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალების განვითარების ინიციატივა დააყენა

"საქართველოს და თურქეთის ტერიტორიების გავლით, ევროპისა და აზიის ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის დღის წესრიგში", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრთან აჰმეთ არსლანთან შეხვედრის შემდეგ, რომლის დროსაც მან თურქულ მხარესთან აღნიშნული ინიციატივა დააყენა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს იქნება უმოკლესი გზა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ჩინეთიდან გერმანიამდე მდებარე ევროპისა და აზიის სახელმწიფოებს, რაც დიდ ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელს მოუტანს არამარტო ჩვენს სახელმწიფოებს, არამედ მასში ჩართულ ყველა სახელმწიფოებსაც.

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

17 საათის წინ

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სოციალური პროექტი დაიწყო - "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი", რომელიც გასული წლის "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშწყობის პროგრამის"...