ქუმსიშვილმა თურქ კოლეგასთან ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ერთობლივ განვითარებაზე ისაუბრა

ქუმსიშვილმა თურქ კოლეგასთან ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ერთობლივ განვითარებაზე ისაუბრა

"მივესალმებით ტრანსკასპიური, იგივე "შუა სატრანსპორტო დერეფნის" ერთობლივ განვითარებასა და პოპულარიზებას საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრთან აჰმეთ არსლანთან შეხვედრაზე, რომლის დროსაც დიდი ყურადღება დაეთმო აღნიშნული დერეფნის განვითარებისა და საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზების საკითხებს. შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილის თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. მათ შორის, 6 თებერვალს აზერბაიჯანული მხარის ინიციატივით ჩინეთის დედაქალაქ პეკინში "სარტყელისა და გზის" ინიციატივის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრაზე ჩინური ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომელსაც ტრანსკასპიური დერეფნის ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლები დაესწრნენ და აღნიშნული მარშრუტის უპირატესობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის პოპულარიზების მიზნით ერთობლივი ღონისძიებების გაგრძელებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

როგორც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ტრანსკასპიური, იგივე "შუა დერეფნის" განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. მისი თქმით, ეს არის უმოკლესი მარშრუტი ჩინეთიდან ევროპამდე სხვა ალტერნატიულ დერეფნებთან შედარებით, რომელშიც მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის აქტიური განვითარების პროცესი. დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე, რომელთა განვითარებაც ხელს შეუწყობს შუა დერეფანში მეტი ტვირთების მოზიდვის პროცესს.

ასეთ პროექტებს შორის, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დაასახელა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზების პროექტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა, თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და სხვ. მინისტრების მიერ ასევე ხაზი გაესვა დერეფანში გამჭოლი ტარიფის მოქმედების საკითხებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანსპორტო და კომუნიკაციების სფეროში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

16 საათის წინ

2019 წლის 2 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება. საპორტო ქალაქი გდანსკი იქნება რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და...