პრემიერი: მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის კეთება წავახალისოთ

პრემიერი: მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის კეთება წავახალისოთ

"მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის კეთება წავახალისოთ, რათა ჩვენი მოსახლეობის ფართო მასებმა იგრძნონ საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახზე ეს ცვლილებები", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მთავრობის წინა სხდომაზე დაანონსებული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, უკვე წარმოდგენილია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

"მოგახსენებათ, რომ ჩვენ ვიწყებთ ერთ-ერთ მასშტაბურ რეფორმას და ძალიან კარგი ინიციატივაა ფინანსთა მინისტრის. 120 000-ზე მეტ მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება ეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. საუბარია განაკვეთის 5-ჯერ შემცირებაზე - 5%-დან 1%-მდე და მოიცავს იმ კომპანიებს, რომლებიც 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიებს მოიცავს. ძალიან მასშტაბური ცვლილებებია.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახადო ლიბერალიზაცია. მნიშვნელოვანია იმით, რომ პირველი ეტაპი, რომელიც ჩვენ მოგების გადასახადის გაუქმებით განვახორციელეთ, ძირითადად შეეხო საშუალო და მსხვილ მეწარმეებს, ხოლო კონკრეტულად ეს ცვლილებები ეხება წვრილ მეწარმეებს და ეს არის პირდაპირ დაკავშირებული მათ სოციალურ მდგომარეობასთან. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის კეთება წავახალისოთ, განსაკუთრებით, ამ ნიშაში, რათა ჩვენი მოსახლეობის ფართო მასებმა იგრძნონ საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახზე ეს ცვლილებები",- განაცხადა პრემიერმა.

დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრაში სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო

დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრაში სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო

12 საათის წინ

ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საკითხებთან დაკავშირებით შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ორგანიზებით დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა. ტექნოპარკში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის წევრი მაია მელიქიძე...