ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიამ ნამახვანი ჰესის კასკადის პროექტის შესახებ საჯარო დისკუსია გამართა

ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიამ ნამახვანი ჰესის კასკადის პროექტის შესახებ საჯარო დისკუსია გამართა

ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიამ ნამახანი ჰესის კასკადის პროექტთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობასთან  საჯარო დისკუსია გამართა. ნამახვანი ჰესი წარმოადგენს ჯამურად 400 მეგავატი სიმძლავრის ჰესების კასკადს (ქვემო და ზემო ნამახვანი), რომელიც აშენდება მდინარე რიონზე.

პროექტის განხორციელების პროცესში შეიქმნება 3000-მდე სამუშაო ადგილი.  კვალიფიკაციის გათვალისწინებით, პრიორიტეტი საქართველოს მოქალაქეების, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას მიენიჭება. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს გაზარდოს ენერგო უსაფრთხოება, უზრუნველყოს ხელმისაწვდომი განახლებადი ენერგია მოსახლეობისთვის,  გააუმჯობესოს  წყალდიდობების მონიტორინგი მდინარე რიონზე, ამავდროულად იქნება ერთ-ერთი უმსხვილესი გადასახადების გადამხდელი ქვეყანაში.

პროექტის განხორციელების პროცესში, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი გარემოსთან დაკავშირებული რისკები. ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია ხელმძღვანელობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის და  საფინანსო ინსტიტუტების (IFC, EBRD) გარემოსდაცვითი და სოციალური  სტანდარტების შესაბამისად.

ნამახვანი ჰესის კასკადის პროექტი მოსახლეობას კომპანია ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა ბიორნ ბრანდზეგმა წარუდგინა.

"ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პროექტის შესახებ დისკუსიაში თითოეული ადგილობრივის მონაწილეობა. ჩვენ ვაშენებთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს, სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელმაც ერთი მხრივ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის პროცესში, მეორე მხრივ კი რეგიონი ეკონომიკურად გრძელვადიანად უნდა განავითაროს", - განაცხადა ბიორნ ბრანდზეგმა.

ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას მიზანია, ნამახვანიჰესის მშენებლობის პარალელურად გრძელვადიანად განვითარდეს რეგიონი, ადგილობრივი მოსახლების მაქსიმალური ჩართულობით,  რეგიონის საჭიროებებიდან გამომდინარე, განხორციელდეს სოციალური პროექტები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

საჯარო დისკუსიაში თვითმართველობების  წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღეს მონაწილეობა. მოსახლეობის კითხვების უმეტესობა ეხებოდა გარემოსთან დაკავშირებულს საკითხებს, პროექტის განხორციელების არეალს, კომპენსაციების გაცემის პრინციპს, დასაქმებას და მშენებლობის დაწყების პერიოდს.

მოსახლეობასთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება  კომპანიის მიერ გახსნილ საინფორმაციო ცენტრებში.

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

15 საათის წინ

2018 წლის 21 ივნისს, თელავში "m2 უძრავი ქონებისა" და საფეხბურთო კლუბ "თელავის" ორგანიზებით, გაიმართა საბავშვო ტურნირი ფეხბურთში კახეთის რეგიონის გუნდებს შორის. "m2-ის თასზე" მონაწილეობა  11-12 წლის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 8 გუნდმა მიიღო -...