კომპანია RMG განცხადებას ავრცელებს

კომპანია RMG განცხადებას ავრცელებს

"გვინდა გამოვეხმაუროთ,  ბოლო პერიოდში RMG-ის წინააღმდეგ გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებს, რაც კომპანიის საქმიანი რეპუტაციისა და იმიჯის შემლახავი, მიზანმიმართული კამპანიის  ხასიათს ატარებს", - შესაბამისს განცხადებას კომპანია "არემჯი" ავრცელებს.

"ჩვენ საქართველოსა და ამიერკავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი სამთო-მოპოვებითი კომპანია ვართ. კომპანიაში დასაქმებულია  3000-მდე ადამიანი, რომელთა 90% ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივი მოსახლეა. ასევე, RMG წლებია ახორციელებს მნიშვნელოვან სოციალურ, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ პროექტებს.

40-წლიანი ისტორიის მქონე საწარმოს გარემოსდაცვითი კუთხით გარკვეული საკითხები ნამდვილად დაუგროვდა. ამიტომაც, RMG-ის პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრულია გარემოს დაცვაზე ზრუნვა. კომპანიას გაცხადებული აქვს  გარემოსდაცვითი პოლიტიკა, რომლის შემუშავებაშიც დარგის საერთაშორისო ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა. არსებობს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილია ღონისძიებები, მათი შესრულების ვადები და ამ პროგრამისთვის დაგეგმილია ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება. კონკრეტული ღონისძიებები უკვე დაწყებულია. კომპანიაში მიმდინარე ყველა პროცესი ღიაა და დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომია.

დღეს დაგეგმილ საჯარო განხილვაზე კომპანიის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი განიხილება, თუმცა ზოგიერთი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი ამ პროცესთან დაკავშირებით პოლიტიზებულ განცხადებებს აკეთებს. ვთხოვთ ამ ჯგუფებს, წარმოადგინონ კონკრეტული საქმიანი შენიშვნები და რეკომენდაციები იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც დღევანდელ საჯარო განხილვაზეა წარმოდგენილი. თავის მხრივ, კომპანია RMG თავისი გაცხადებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის  ფარგლებში, ყველა საქმიანი შენიშვნისა და რეკომენდაციის  გათვალისწინებაზე სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ თავისუფალი ბიზნესის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებისა და ზეწოლისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია RMG შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს", - ნათქვამია განცხადებაში.

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

17 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...