თიბისი ბანკის ბანკომატებს ახალი ფუნქციონალი დაემატა

თიბისი ბანკის ბანკომატებს ახალი ფუნქციონალი დაემატა

თიბისის ბანკომატებიდან თანხის გამოტანა უკვე ბარათის წამკითხველზე ბარათის ან სტიკერის ერთი შეხებით არის შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.
 
ახალი ფუნქციონალი საშუალებას იძლევა, თანხა ჩვეულებრივზე 2 -ჯერ უფრო სწრაფად გაანაღდოთ. ამას გარდა,  თავიდან აიცილებთ ბანკომატში ბარათის დარჩენის რისკს.
 
ახალი ფუნქციონალით სარგებლობა ძალიან მარტივია: ბარათის წამკითხველზე დადების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება პინ-კოდის შეყვანის ფანჯარა. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი შეიყვანს პინ-კოდს, ის გაანაღდებს მისთვის სასურველ თანხას.
 
ბანკომატიდან  თანხის უკონტაქტოდ  გატანის ფუნქციონალი მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და ის თითქმის ყველა წამყვან ბანკს აქვს.
თიბისი ბანკმა ბიზნესკლიენტებსა და დაინტერესებულ აუდიტორიას ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო

თიბისი ბანკმა ბიზნესკლიენტებსა და დაინტერესებულ აუდიტორიას ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო

4 საათის წინ

ღონისძიებაზე თიბისი ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის სამ ეტაპიანი კონკურსის ფინალი ჩატარდა და 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს. საჯარო პრეზენტაციაზე, ჟიურის წინაშე 6-მა გუნდმა სხვადასხვა...