სამეცნიერო კონფერენციაზე გაფანტული სკლეროზის ინოვაციური მკურნალობის საშუალებებზე იმსჯელეს

სამეცნიერო კონფერენციაზე გაფანტული სკლეროზის ინოვაციური მკურნალობის საშუალებებზე იმსჯელეს

საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი და ინოვაციური პრეპარატი ოკრევუსი (ოკრელიზუმაბი) შემოდის. ის მსოფლიოში პირველი და ერთადერთი ნებადართული  თერაპიაა, რომელიც გამოიყენება პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ. სწორედ, აღნიშნული დაავადების  ინოვაციური მკურნალობის საშულებებზე იმსჯელეს სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც კომპანია როშე ჯორჯიას ეგიდით გაიმართა.
 
კონფერენციაში მონაწილეობდა სპეციალური სტუმარი შვეიცარიიდან მედიცინის დოქტორი, კლინიკური ნეიროიმუნოლოგიის და ნეიროპათოლოგიის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი, ბაზელის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლუდვიგ კაპოში. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს  სამედიცინო სფეროსა და მედიის წარმომადგენლები.
 
ოკრევუსი წარმოადგენს ახალ სიტყვას გაფანტული სკლეროზის მკურნალობაში. იგი მსოფლიოში პირველი და ერთადერთი ნებადართული თერაპიაა, რომელიც გამოიყენება როგორც მორეციდივე, ისე პირველად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ.
 
კონფერენციის ორგანიზატორების განმარტებით ახალი პრეპარატი დაავადების პროგრესირებას მკვეთრად ამცირებს. სპეციალისტების განმარტებით დაავადება ძირითადად ახალგაზრდა ქალებში 20-40 წლამდე ვლინდება, თუმცა საქართველოში მოქალაქეები სრულფასოვან მკურნალობას ვერ ახერხებენ, რადგან მედიკამენტები საკმაოდ ძვირადღირებულია და მას არც სახელმწიფო და არც სადაზღვეო კომპანიები არ აფინანსებენ.
 
არასრული სტატისტიკით საქართველოში გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი 1100 პაციენტს აქვს. "პრობლემა არის ის, რომ ის ემართება ძირითადად ახლაგაზრდებს 20 დან 40-მდე ადამიანებს და უპირატესად ქალბატონებს. ქალბატონები მთელს მსოფლიოში ბევრად უფრო ხშირად ავადდებიან ამ დაავადებით. ბოლო 20 წელიწადი მსოფლიომ ამ დაავადების წინააღდეგ რომ იტყვიან ხელჩართული ბრძოლა გამოაცხადა, გამოჩნდა უამრავი პრეპარატი, რომლებიც ამ დაავადების პროგრესირებას შეაჩერებს.
 
დღეს წარმოდგენილი პრეპარატი, არის ახალი სიტყვა ამ დაავადების სამკურნალოდ, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ეს პაციენტები სრულყოფილად/სრულფასოვან მკურნალობას ვერ იღებენ, რამეთუ ეს პრეპარატები ძალიან ძვირადღირებულია თვეში სულ მცირე 1000 ლარის ღირებულების მედიკამენტია საჭირო და მათ დაფინანსებას სამწუხაროდ არ უზრუნველყოფს არც სახელმწიფო და არც სადაზღვეო კომპანიები. ეს არის ჩვენი ქვეყნის რეალობა. რომელიც 1100 პაციენტია, ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს. ის ვლინდება ხელფეხის დაბუჟებით, გადაადგილების შეზღუდვით, მხედველობის დაკარგვით. მერე გაივლის და ისევ მეორდება.
 
ეს პრეპარატები ამ შეტევის განმეორებას უშლის ხელს. შეჩერებაზე პრაქტიკულად არ არის საუბარი, თუმცა დაავადების პროგრესირებას მკვეთრად ამცირებს. მთელს მსოფლიოში ეს პრეპარატები ფინანსდება ან სახელმწიფოს მხრიდან ან სადაზღვევო კომპანიების მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დაავადების მკურნალობა ფინანსდებოდეს, რადგან ეს ეხება ახალგაზრდებს შვილოსნობის ასაკის მქონე ქალბატონებ", - განმარტავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მარინა ჯანელიძე.
 
"ოკრევუსი მკურნალობის ახალი არჩევანია. პაციენტებს, პირველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზით, რომელთაც აღენიშნებათ დაავადების და უნარშეზღუდულობის უფრო სწრაფი პროგრესირება, პირველად მიეცემათ  საშუალება ჩაიტარონ მკურნალობა მაღალეფექტური პრეპარატით.  ოკრევუსი არის შთამბეჭდავი  სიახლე  გაფანტული სკლეროზის მკურნალობის  ორივე ფორმის  დროს. აღნიშნულმა თერაპიამ შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს პაციენტებისა და მათი ოჯახების ცხოვრება", - ითქვა კონფერენციაზე.
 
სამეცნიერო კონფერენციის მიზანია ოკრევუსის აქტიური ინტეგრაცია გაფანტული სკლეროზის  მკურნალობის რეკომენდაციებში, რაც მსოფლიო მედიცინის თანამედროვე მიღწევებს ხელმისაწვდომს გახდის ქართველი პაციენტებისათვისაც.
 
"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ პრეპარატით მკურნალობა სრულიად შეცვლის პაციენტის და მათი ოჯახების მდგომარეობას. რა თქმა უნდა ინოვაციური პრეპარატის შექმნა ძლიან მნიშვნელოვანია მაგრამ ჩვენი კომპანიისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ის რომ იყოს ხელმისაწვდომი პაციენტებისათვის, ამიტომ ჩვენ ვიმუშავებთ ყველა დონეზე ყველა ორგანიზაციასთან, რომ ეს პრეპარატი ხელმისაწვდომი იყოს პაციენტებისთვის", - აღნიშნავს  როშ ჯორჯიას სამედიცინო დირექტორი, ნინო განუგრავა.
ცნობები გაფანტული სკლეროზის შესახებ.
 
გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით.   პირველი სიმპტომები უპირატესად  20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრამვული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში. არსებობს დაავადების რამდენიმე ფორმა.
 
• რეციდიულ-რემისიული ფორმა -  ყველაზე ხშირია (80-85%).  დაავადება პერიოდულად მწვავდება (რეციდივი), ტვინის სხვადასხვა უბანში ჩნდება ანთებითი კერა, შემდეგ კი ანთება ცხრება და დაავადება რემისიის (დაავადებისგან თავისუფალი პერიოდი) ფაზაში გადადის. რემისია რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე შეიძლება გაგრძელდეს.
 
• მეორადად პროგრესირებადი ფორმა - ნებისმიერი რეციდიულ-რემისიული ფორმა გარკვეული ხნის შემდეგ მეორადად პროგრესირებად ფორმაში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება მუდმივად პროგრესირებს. პაციენტი მძიმდება და ხდება უნარშეზღუდული.
 
• პირველადად პროგრესირებადი ფორმა - პაციენტთა 15%-ში გვხვდება,  დაავადება თავიდანვე პროგრესირებს, რემისიები არ ახასიათებს და პაციენტი მალევე უნარშეზღუდული ხდება.
 
მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა -  ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება.
 
დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის რეციდიული ფორმის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არსებული თერაპიული საშუალებები ხშირად  არასაკმარისად ეფექტურია დაავადების აქტივობის და  პროგრესირების შემცირების თვალსაზრისით.
გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

20 ივლისი, 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის ჰაერის დაბინძურების თემაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარა. შუალედური შედეგები უკვე ცნობილია. „ეკოხედვის“ ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების...