ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკთან Blockchain-ის ტექნოლოგიების განვითარებაზე ისაუბრა

ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკთან Blockchain-ის ტექნოლოგიების განვითარებაზე ისაუბრა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონში ჰანს ტიმერი ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში კრიპტოვალუტებისა და Blockchain-ის ტექნოლოგიების განვითარების საკითხი. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთა მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოში ძალიან კარგად არის განვითარებული კრიპტოვალუტის - ბიტკოინის წარმოება და ზოგადად Blockchain-ის ტექნოლოგიები და მეტიც, ამ მიმართულებით, ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. ამდენად, მსოფლიო ბანკისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ გამოცდილების შესწავლა, რომელიც საქართველოს საჯარო და კერძო სექტორს აქვს ამ კუთხით, განსაკუთრებით Blockchain-ის ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით.

მსოფლიო ბანკის დელეგაციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოში აღნიშნული ტექნოლოგიების მდგომარეობით,  განვითარების ხედვით და სამომავლო პერსპექტივებით.

მსოფლიო ბანკის მისია ასევე გეგმავს შეხვედრების გამართვას სხვა სამთავრობო უწყებებსა და კერძო სექტორში, სადაც ასევე არის დანერგილი Blockchain-ის ტექნოლოგიები.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

15 საათის წინ

2019 წლის 2 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება. საპორტო ქალაქი გდანსკი იქნება რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და...