2018 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 6.6%-ით გაიზარდა

2018 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 6.6%-ით გაიზარდა

2018 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 211.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 6.6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 64.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (21.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 147.2 მლნ. აშშ დოლარი (1.2 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 25.9 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 28.8 პროცენტი და იმპორტში 24.8 პროცენტი (2017 წლის იანვარში შესაბამისად 29.2. 29.9 და 28.9 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 22.4 პროცენტი (2017 წლის იანვარში 28.4 პროცენტი).

2018 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.0 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (112.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (94.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (91.1 მლნ. აშშ დოლარი).

2018 წლის იანვარში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 34.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15.3 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 27.3 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 12.3 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 15.7 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7.0 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2018 წლის იანვარში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 57.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის აირების სასაქონლო ჯგუფი 48.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8.2 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 29.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.0 პროცენტი).

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

20 იანვარი, 2017

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...