ADB-ის მხარდაჭერით სექტემბერში თბილისში საინვესტიციო-ენერგეტიკული ფორუმი გაიმართება

ADB-ის მხარდაჭერით სექტემბერში თბილისში საინვესტიციო-ენერგეტიკული ფორუმი გაიმართება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) დირექტორს იეშიმ ელჰან-კაიალარსა და აზიის ბანკის სათაო ოფისის ენერგეტიკული დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე წლის სექტემბერში, თბილისში, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დაგეგმილი საინვესტიციო ენერგეტიკული ფორუმის მოსამზადებელი და საორგანიზაციო საკითხები. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის(CAREC)  წევრი ქვეყნები. ასევე, სამთავრობო, საერთაშორისო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაგეგმილ ერთობლივ სამომავლო პროექტებს. მათ შორის,  ენერგეტიკაში მზის მოტივტივე სისტემების განვითარებისა და სხვა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების დანერგვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

15 აგვისტო, 2018

თიბისი სტატუსმა ახალგაზრდა მხატვრის - თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა. ბოლო დროს ხელოვანის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის გალერეაში „ვანდა“...