დიმიტრი ქუმსიშვილი "BP"-ის რეგიონალურ პრეზიდენტს გარი ჯონსს შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი "BP"-ის რეგიონალურ პრეზიდენტს გარი ჯონსს შეხვდა

"სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კორპორაცია "BP"-ის რეგიონალურ პრეზიდენტს გარი ჯონსს შეხვდა", - აღნიშნულის შესახებ განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ევროპის ბაზრისთვის კასპიის ნახშირწყალბადების მიწოდების სამხრეთის კორიდორის განვითარების მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოზე გადის, აგრეთვე სამხრეთ კავკასიურ მილსადენზე, რომლითაც აზერბაიჯანიდან თურქეთში შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზის ტრანსპორტირება ხორციელდება. 

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა "BP"-ის საქმიანობა საქართველოში. ყურადღება გამახვილდა იმ პროექტების მნიშვნელობაზე, რომელთაც "BP"-ი ახორციელებს საქართველოში. აღინიშნა, რომ აღნიშნული პროექტების რეალიზება არა მხოლოდ ზრდის საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ მნიშვნელოვანია მთლიანად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, "სამხრეთის გაზის დერეფნის" ამოქმედებას ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება როგორც მთელი რეგიონისათვის, პირველ რიგში კი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთისთვის, ასევე ევროკავშირის გაზმომომარაგების დივერსიფიკაციისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების კუთხით.

"სამხრეთის გაზის კორიდორით" საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება უნდა მოხდეს. გაზსადენი მომავალში დაუკავშირდება ტრანსანატოლიურ (TANAP) და ტრანსადრიატიკულ (ТАР) გაზსადენებს, რომლის შედეგადაც შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზი საბოლოოდ ევროპის ბაზარზე შევა. აღნიშნულ პროექტში საქართველოს მონაწილეობა, როგორც სატრანზიტო ქვეყნისა, გაზრდის მის როლს საერთაშორისო მასშტაბით.

მერაბ ჭანუყვაძე: ვტოვებ გუბერნატორის თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის სამსახურში

მერაბ ჭანუყვაძე: ვტოვებ გუბერნატორის თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის სამსახურში

4 საათის წინ

გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა. მან ამის შესახებ საკუთარ facebook გვერდზე დაწერა და მადლობა გუნდსა და ხალხს გადაუხადა.   "ჩემო მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა! ამ პერიოდის განმავლობაში...