2018 წლის იანვარში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 31.1%-ით გაიზარდა

2018 წლის იანვარში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 31.1%-ით გაიზარდა

2018 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 110.0 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 280.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 31.1 პროცენტით მეტია 2017 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს სტატისტიკას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.4 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მილიონი აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 90.8 პროცენტი მოდიოდა.

2018 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.0 მილიონი აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 13.3 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის იანვარში.
თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

თიბისი-მ თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა

15 აგვისტო, 2018

თიბისი სტატუსმა ახალგაზრდა მხატვრის - თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა. ბოლო დროს ხელოვანის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის გალერეაში „ვანდა“...