თეონა ჭალიძე: საარსებო შემწეობის შეჩერების საფუძვლები გადასახედია

თეონა ჭალიძე: საარსებო შემწეობის შეჩერების საფუძვლები გადასახედია

"ახალი საქართველოს" სოცილური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ანგარიშს ეხმაურება და სოციალური მიმართულებით არსებულ ხარვეზებზე საუბრობს.

"ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო 17 950 ადამიანს  საარსებო შემწეობა შეუჩერდა. 2017 წელს 142 სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირი დააპატიმრეს, რის გამოც მათ ოჯახის წევრებს- 435 ადამიანს შეუჩერდა სოციალური დახმარება. დიდი გამჭრიახობა არაა იმისთვის საჭირო, რომ მივხვდეთ ოჯახის წევრის გარდაცვალება და ოჯახის წევრის დაპატიმრება სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ისე არ აუმჯობესებს, რომ ოჯახებს დახმარება აღარ სჭირდებოდეს.

საარსებო შემწეობა თავის თავში გულისხმობს იმას, რომ არსებობისთვის აუცილებელი დახმარებაა და ამიტომ ეძლევა მოქალაქეს სახელმწიფოსგან. ჯანდაცვის მინისტრის, სერგეენკოს ბრძანებაა საჭირო ამ ყველაფრის შესაჩერებლად. საარსებო შემწეობის შეჩერების საფუძვლები გადასახედია და გასათვალისწინებელია სტატისტიკაც, რომლის მიხედვით ნათელია რომ ასეთ შემთხვევებში უმრავლესობას უსაფუძვლოდ უჩერდება ეს დახმარება და 3-4 თვის შემდეგ ისევ ხდება აღდგენა. ამას ემატება შეფასების მეთოდოლოგიის ხარვეზები და ის ცდომილება, რომელიც თან ახლავს ამ სისტემას. ამიტომ ხელოვნურად კიდევ დამატებითი ბარიერის შექმნა არ არის მიზანშეწონილი და უსამართლოა.

მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული მიდგომა აუცილებელია, რომ არ დაზარალდნენ ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები. სამინისტროს თანამშრომლები არაერთხელ დაგვპირდნენ ამ საკითხის გადახედვას, მაგრამ სამწუხაროდ მოგვატყუეს", - განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ქეთევან ალექსიძე: საქართველოს საავიაციო ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება

ქეთევან ალექსიძე: საქართველოს საავიაციო ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება

2 საათის წინ

საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო. თბილისი-მასკატი-თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ რეისებს ომანის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Salam Air ასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს...