დიმიტრი ქუმსიშვილი ბაქოში თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი ბაქოში თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა

ბაქოში მიმდინარე სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ბერატ ალბარაიქს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს საქართველოსა და თურქეთს შორის ნაყოფიერ და სტრატეგიულ თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანული ნახშირწყალბადების ევროპის ბაზარზე მიწოდების საკითხზე საქართველოსა და თურქეთის გავლით. კერძოდ, აღინიშნა, რომ საქართველო, თურქეთსა და აზერბაიჯანთან ერთად, ჩართულია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენისა და  სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის (SCP) პროექტებში, რომლებიც დღეისთვის წარმატებით ფუნქციონირებენ. ითქვა ისიც, რომ დასასრულს უახლოვდება სამუშაოები სამხრეთ-კავკასიური  გაზსადენის  გაფართოების  პროექტზე, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა  ენიჭება აზერბაიჯანული, კარძოდ, შაჰ-დენიზის საბადოს ათვისების  მე-2  ფაზიდან  მიღებული და ზოგადად, "სამხრეთის  გაზის  დერეფნის" განვითარების მიზნით.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ "სამხრეთის გაზის დერეფნის" ამოქმედებას ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება როგორც მთელი რეგიონისათვის, პირველ რიგში კი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთისთვის, ასევე ევროკავშირის გაზმომომარაგების დივერსიფიკაციისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების კუთხით. ასევე ყურადღება გამახვილდა ტრანსკასპიური მილსადენის პროექტზე, რომლის მიზანიცაა თურქმენული გაზის მიწოდება ევროპის ბაზარზე საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანზიტო შესაძლებლობების გამოყენებით.

გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე ელექტროენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის მექანიზმების და საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი გადამცემი ქსელის განვითარების მიმართულებით და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ზუგდიდში საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრა გამართა

სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ზუგდიდში საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრა გამართა

44 წუთის წინ

USAID-ის პროექტის "მმართველობა განვითარებისათვის (G4G)-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შესყიდვების სააგენტოსთან ერთად ატარებს საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში. პროექტის...