ბადაგონის ღვინის ქარხანა ვლადიმერ ჯანჯღავას მამის სახელობისაა (ვიდეო)

ბადაგონის ღვინის ქარხანა ვლადიმერ ჯანჯღავას მამის სახელობისაა (ვიდეო)

ვრცელდება ვიდეო, სადაც 2006 წლის კადრებია და საიდანაც დასტურდება, რომ ქარხანა ბადაგონს ჯერ კიდევ აშენების პროცესში ვლადიმერ ჯანჯღავას მამის ალექსანდრე ვლადიმერჯს ძე ჯანჯღავა სახელი მიენიჭა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "ბადაგონის" ინვესტორი ვლადიმერ ჯანჯრავა და მისის კომპანია "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი" ამჟამად 100% წილის მფლობელ გიორგი სალაყაიას მითვისებული საკუთრების დაბრუნებს სთხოვს. გუშინ გიორგი სალაყაიას ადვოკატმა განაცხადა, რომ კომპანიის ამჟამინდელი მფლობელი არ აღიარებს ვლადიმერ ჯანჯღავაას რაიმე სახით მონაწილეობას "ბადაგონის" შექმნაში. კომპანია "ბადაგონის" დაარსების დღიდან მისი ყველაზე მსხვილი ინვესტორი ვლადიმერ ჯანჯღავას კუთვნილი კომპანია "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედია", რომელსაც დაახლოებით 20 მილიონი დოლარი აქვს დაბანდებული.

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

15 საათის წინ

2018 წლის 21 ივნისს, თელავში "m2 უძრავი ქონებისა" და საფეხბურთო კლუბ "თელავის" ორგანიზებით, გაიმართა საბავშვო ტურნირი ფეხბურთში კახეთის რეგიონის გუნდებს შორის. "m2-ის თასზე" მონაწილეობა  11-12 წლის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 8 გუნდმა მიიღო -...