მერის იდეა, თბილისის გამწვანებასთან დაკავშირებით, მყარ ადმინისტრირებას საჭიროებს

მერის იდეა, თბილისის გამწვანებასთან დაკავშირებით, მყარ ადმინისტრირებას საჭიროებს

თბილისის განაშენიანების არსებული საკანონმდებლო ბაზის თანახმად, დღემდე არ არსებობდა ნორმატიული აქტი, რომელიც მშენებელს K3 კოეფიციენტის ფართობის მწვანე საფარით დატვირთვას დაავალდებულებდა.

"მენაშენეთა ასოციაცია" ზოგადად ეთანხმება თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივას ამ საკანონმდებლო პაკეტის დახვეწასთან და სრულყოფასთან, შესაბამისად, დედაქალაქის გამწვანების ახალ სტრატეგიასთან დაკავშირებით.

მენაშენეები აღნიშნული ინიციატივის ადმინისტრირებაში ხედავენ პრობლემას, რაც, მათი აზრით, თავიდანვე მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ნორმატიული აქტის პროექტში. ეს პროექტი კი საჯარო განხილვის საგანი უნდა გახდეს პროფესიულ წრეებში, რომელშიც უნდა ჩაერთონ როგორც მერიის სპეციალისტები, ისე მენაშენეები, დეველოპერები, მეგზევეები და სამოქალაქო სექტორის პროფილური ჯგუფები.

მენაშეენეების მთავარი კითხვაა - ვინ მოუვლის დარგულ მცენარეებს? დეველოპერები არ არიან დენდროლოგები და ვერ შეძლებენ ხე–მცენარეების სათანადო მოვლა-პატრონობას. 

მერიაში აცხადებენ, რომ K3 კოეფიციენტის ფართობზე გაშენებულ მცენარეებს მოვლა 1-დან 3 წლამდე პერიოდი დასჭირდება, მცენარეების სახეობებიდან გამომდინარე.

"მენაშენეთა ასოციაცია" კახა კალაძეს ინიციატივით მიმართავენ, რომლის თანახმად, მერიამ უნდა შექმნას შესაბამისი სამსახური, რომელშიც დენდროლოგები გაერთიანდებიან და დეველოპერებს საშუალება ექნებათ, მიმართონ მერიას, გამოუყოს დენდროლოგები მათ მიერ განაშენიანებული ადგილების მოსავლელად, ან თუ სურვილი ექნებათ, თავად დაიქირაონ დენდროლოგები თავადვე მოუარონ გამწვანებულ ტერიტორიებს. თუმცა, კონკრეტულად რა ფორმით განხორციელდება ეს პროცესი, განხილვისა და ტექნიკური შეჯერების საკითხია.

მენაშენეების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ მერიიდან მოდის ეს პოზიტიური ინიციატივა, პროცესში თითოეული მოქალაქე უნდა ჩაერთოს და საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მცირედი წვლილი მაინც შეიტანოს. ამის გარეშე ოპტიმალური შედეგის მიღება უკიდურესად გართულდება.

მანამდე „მენაშენეთა ასოციაცია“ კიდევ ერთი ინიციატივით გამოვიდა: დეველოპერები შეიკრიბებიან და დედაქალაქის ნებისმიერ ადგილზე, სადაც მერია გამოუყოფს შესაბამის, ნებისმიერი ზომის ფართს, თანამედროვე სტანდარტების ტყე–პარკს გააშენებენ და მის მოვლა–პატრონობასაც ითავებენ.

მენაშენეები ასევე სერიოზული განხილვის საგნად მიიჩნევენ მრავალწლიანი ხეების გადარგვის საკითხს, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც აუცილებელია მთელი რიგი პროცედურების დაცვა, რათა გადარგული ხე არ გახმეს.

თბილისის მუნიციპალური მთავრობის წინა სხდომაზე მერმა კახა კალაძემ პროექტი წარმოადგინა, რომლის თანახმად შერჩეული და დამტკიცებულია 50 ჯიშის ხე, რომლებითაც დედაქალაქი უნდა გამწვანდეს.

დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული ხეები თბილისის არქიტექტურისა და კლიმატის გათვალისწინებით შეირჩა.

გოცირიძე: ლარს მთავრობა და ეროვნული ბანკი აუფასურებდნენ, ახლაც მათ კისერზეა ეს ცოდვა

გოცირიძე: ლარს მთავრობა და ეროვნული ბანკი აუფასურებდნენ, ახლაც მათ კისერზეა ეს ცოდვა

17 საათის წინ

"ლარს მთავრობა და ეროვნული ბანკი აუფასურებდნენ და ახლაც მათ კისერზეა ეს ცოდვა", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. "ყველას გასაგონად, ვინც დიდ სისულელეს ამბობს, რომ ”ლარი იმიტომ...