ვითიბი ბანკმა მომხმარებელს თანხის SMS კოდით განაღდება - ჩარიცხვის შესაძლებლობა შესთავაზა

ვითიბი ბანკმა მომხმარებელს თანხის SMS კოდით განაღდება - ჩარიცხვის შესაძლებლობა შესთავაზა

ვითიბი ბანკი თავის მომხმარებლებს ახალ სერვისს სთავაზობს. ბანკომატიდან თანხის გამოტანა, ახლა უკვე ბარათის გარეშე, ერთჯერადი SMS კოდის გამოყენებით არის  ხელმისაწვდომი. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს.

SMS კოდის  მიღება  შესაძლებელია ვითიბი ბანკის დისტანციური არხებით (ინტერნეტ ბანკი, ვიდეო ბანკი, Mobile Pay-ს აპლიკაცია). ამისათვის საჭიროა მომხმარებელმა  აირჩიოს სასურველი ანგარიში  და მიუთითოს თანხის ოდენობა, რის შემდეგადაც მიიღებს სმს კოდს.  აღნიშნული კოდის  ბანკომატში შეყვანისას, შესაბამისი  თანხის განაღდება ხდება შესაძლებელი.

სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია SMS კოდი მესამე პირისთვის თანხის ჩასარიცხად გამოიყენოს. SMS კოდის გადაცემის შემდეგ მესამე პირს შეუძლია თანხის მიღება ინტერნეტ ბანკით ან ბანკომატიდან ნაღდი ფულის სახით.

აღნიშნული სერვისით სარგებლობა ხელმისაწვდომია ვითიბი ბანკის საბარათე ანგარიშის მფლობელი ყველა კლიენტისთვის. SMS კოდით, ერთჯერადად, 500 ლარის განაღდებაა შესაძლებელი.

სერვისით სარგებლობა  უკვე დღეიდან არის  შესაძლებელი და არ მოითხოვს დამატებით რეგისტრაციის გავლას ან ბანკში ვიზიტს.

ვითიბი ბანკმა  სამომხმარებლო სესხზე საზაფხულო აქცია დაიწყო

ვითიბი ბანკმა სამომხმარებლო სესხზე საზაფხულო აქცია დაიწყო

8 საათის წინ

15 ივნისიდან ვითიბი ბანკი მომხმარებელს სთავაზობს საზაფხულო აქციას სამომხმარებლო სესხზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია 45 000-ლარამდე სესხის აღება 5-წლამდე ვადით. ამის შესახებ ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს. წლიური საპროცენტო განაკვეთი...