14 თებერვლის საჩუქარი ჯეიმს ბლანტის თაყვანისმცემელ შეყვარებულ წყვილებს

14 თებერვლის საჩუქარი ჯეიმს ბლანტის თაყვანისმცემელ შეყვარებულ წყვილებს

გაახარეთ საყვარელი ადამიანი და გაუკეთეთ განსაკუთრებული საჩუქარი. შეიძინეთ ბრიტანელი შემსრულებლის ჯეიმს ბლანტის კონცერტზე დასასწრები 1 ბილეთი 14 თებერვალს და მიიღეთ მეორე საჩუქრად. სპეციალური შეთავაზება აქტიურია 14 თებერვლის 00:01 საათიდან 00:00 საათამდე. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად თქვენს ხელშია 24 საათი. 

აქციაში მონაწილეობა მარტვივია. უბრალოდ, უნდა შეხვიდეთ tkt.ge, შეიძინოთ 1 ბილეთი, შეძენილი ბილეთის დასტურს მიიღებთ სმს-ის ან წერილის სახით მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. +1 ბილეთის შესახებ ინფორმაცია კი, გამოიგზავნება 2 დღის განმავლობაში, ასე რომ, იჩქარეთ და გაუკეთეთ მოულოდნელი საჩუქარი თქვენს საყვარელ ადამიანს. ბილეთების რაოდენობის შეძენაში შეზღუდული არ ხართ. გისურვებთ ბედნიერ ვალენტინობას!

შეგასენებთ, რომ ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი ჯეიმს ბლანტი საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ესტუმრება და  26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს,  მიხეილ მესხის სახელობის  სტადიონზე იმღერებს. ის პირველი საერთაშორისო ვარსკვლავია, რომელიც კომპანია Black Pearl Live-ის მოწვევით ჩამოდის. ფანებს შესაძლებლობა ექნებათ ცოცხლად მოუსმინონ  ყველა მათ საყვარელ ჰიტს "You’re Beautiful", "Goodbye my lover" და "Love Me Better"-ის ჩათვლით. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.

საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live  საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც  მსოფლიოს  წამყვან  შემსრულებლებთან თანამშრომლობს. კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური  მიზნები აქვს. Black Pearl Liveმიზანია  განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

3 საათის წინ

2018 წლის 25 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 51 190 000 ლარი...