თიბისი ბანკის პროექტ "12"-ის ფარგლებში ახალგაზრდა არტისტების ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა

თიბისი ბანკის პროექტ "12"-ის ფარგლებში ახალგაზრდა არტისტების ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა

წელს, პროექტი "12", ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს ეძღვნება და იუბილეს ფარგლებში განხორციელებული მრავალეტაპიანი პროექტის დასკვნითი ნაწილია.  ბანკის 25 წლის იუბილეს მთავარი კულტურული მოვლენა სწორედ პეტრე ოცხელისა და მისი ნამუშევრების  პოპულარიზაციაა. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

ციფრული ხელოვნება, ნეონი, ვიდეო არტი, ანიმაცია, 3D ხელოვნება და სკულპტურული ინსტალაცია - ეს ის სახელოვნებო მიმართულებებია, რომლითაც 12-მა ახალგაზრდა ქართველმა ხელოვანმა პეტრე ოცხელის ნამუშევრები გააცოცხლა და ახალი ფორმით წარადგინა.

უახლოეს პერიოდში პეტრე ოცხელის  თემატიკაზე  შექმნილი თანამედროვე ფორმატის ნამუშევრები ქალაქში, რამდენიმე  ლოკაციაზეც განთავსდება.

პროექტ "12"-ის ფარგლებში თიბისი ბანკი  ფეი სტიკერების ახალ სერიასაც გამოუშვებს, სადაც პეტრე ოცხელის ნამუშევრების გარდა პროექტში ჩართული ახალგაზრდა არტისტების ნამუშევრებიც განთავსდება.

სპეციალურად პროექტისთვის შექმნილია ვებგვერდი www.12.ge-ც, სადაც შესაძლებელია, როგორც პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და ნამუშევრების დათვალიერება, ისე ფეი სტიკერების შეკვეთა.

პროექტი "12" წელს უკვე  მეორედ ხორციელდება და ის მიზნად ისახავს ახალგაზრდა ხელოვანებისა და მათი ნამუშევრების პოპულარიზაციას.

წლევანდელ პროექტში მონაწილეობენ არტისტები:

თემო მაჭავარიანი, მარიამ საშა, ნიკოლოზ კაპანაძე, გაჩა ბაქრაძე, თორნიკე ქარჩხაძე, გიორგი მიქიაშვილი, ქეთევან საქარელი, გიგი შუკაკიძე (Wunderwerk Architecture), ქეუ მეფარიშვილი, სალომე დუმბაძე, შალვა ცხოვრებაძე, გურამ ქვარცხალაია.

საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე, სოციალური და მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს ავითარებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე, სოციალური და მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს ავითარებს

11 საათის წინ

დღევანდელ მსოფლიოში განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს ფინანსური სისტემის მიერ  გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხების გათვალისწინება, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი. ამის შესახებ ინფორმაციას...