რა დატვრითვა აქვს ჯეიმს ბლატისთვის ჰიტადგცეულ "You're beautiful"?

რა დატვრითვა აქვს ჯეიმს ბლატისთვის ჰიტადგცეულ "You're beautiful"?

ჯეიმს ბლანტის ცნობილი ჰიტის "You’re beautiful" შესახებ რამდენიმე საინტერესო მოსაზრება არსებობს. სიმღერამ  დიდი წარმატება მოუტანა მომღერალს. ჰიტადქცეული "You're beautiful" ბლანტის რიგით მესამე სიმღერაა, რომელმაც რამდენიმე ჯილდო მოიპოვა. მის ამ არაჩვეულებრივ ჰიტს წვეულებებსა და მნიშვნელოვან ღონისძიებებზე  დღემდე უკრავენ.  სწორედ, მისი საშუალებით, ჯეიმსის ალბომი დეკადის საუკეთესოდ გაყიდვად ალბომად დასახელდა.

მომღერლისთვის ამ სიმღერას სრულიად განსხვავებული დატვირთვა აქვს.  მან ის ყოფილ შეყვარებულს მიუძღვნა. კლიპში აღბეჭდილია თვითმკვლელობის მცდელობა იაპონური ტრადიციების მიხედვით. კლიპის ბოლოს კი მომღერალი წყალში ხტება იმის გამოსახატავად, რომ მას აღარ შეუძლია შეყვარებულის გარეშე ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჰიტი მისი რჩეული შემოქმედება არ არის, მან განაცხადა, რომ არ შეწყვეტს მის შესრულებას კონცერტებზე, რადგან ეს მისი თაყვანისმცემლების საყვარელი სიმღერაა და იგი დიდ პატივს სცემს თავის გულშემატკივრებს.

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი ჯეიმს ბლანტი საქართველოში 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს,  მიხეილ მესხის სახელობის  სტადიონზე იმღერებს. ის პირველი საერთაშორისო ვარსკვლავია, რომელიც ქვეყანას  Black Pearl Live მოწვევით ესტუმრება. ფანებს შესაძლებლობა ექნებათ ცოცხლად მოუსმინო  ყველა მათ საყვარელ ჰიტს, მისი ბოლო სინგლის "Love Me Better"-ის ჩათვლით. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.

საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live  საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც  მსოფლიოს  წამყვან  შემსრულებლებთან თანამშრომლობს.  კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური  მიზნები აქვს.  Black Pearl Live  მიზანია  განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

3 საათის წინ

2018 წლის 25 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 51 190 000 ლარი...