GWP: რუსთავში ბავშვების შეუძლოდ გახდომის მიზეზი სასმელი წყალი არ არის

GWP: რუსთავში ბავშვების შეუძლოდ გახდომის მიზეზი სასმელი წყალი არ არის

ეროვნული სტანდარტებით გათვალისწინებული პარამეტრებით ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად ქალაქ რუსთავში, სკოლის მოსწავლეების სასმელი წყლით მოწამვლა გამოირიცხა, - ინფორმაციას ამის შესახებ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

კომპანია რუსთავის წყალმა ქიმიური ანალიზი სასმელი წყლის 4 სხვადასხვა ნიმუშზე ჩაატარა.

"აღნიშნული ფაქტი დაფიქსირების შემდეგ მომენტალურად დავიწყეთ მოკვლევა და ლაბორატორიული ანალიზის შედეგად შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს რუსთავის მე-16 სკოლაში ბავშვების შეუძლოდ გახდომის მიზეზი სასმელი წყალი არ არის. 

ლაბორატორიის წარმომადგენლებმა სინჯი აიღეს როგორც შიდა  ასევე, ცენტრალური ქსელიდან და ანალიზის პასუხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს", - განაცხადა კომპანია "რუსთავის წყლის" გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თემურ ჯანელიძემ.

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

3 საათის წინ

2018 წლის 25 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 51 190 000 ლარი...