მთავარი » ეკონომიკა » სემეკი თსუ-ს 100 წლის იუბილეს ულოცავს
სემეკი თსუ-ს 100 წლის იუბილეს ულოცავს
14:10 | 8 თებერვალი, 2018

სემეკი თსუ-ს 100 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 100 წლავცის იუბილეს ულოცავს. კომისია ამაყობს, რომ კომისიაში დასაქმებულთა ნაწილი თსუ-ს კურსდამთავრებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სემეკი ავრცელებს.

უმნიშვნელოვანესია თსუ-ს წვლილი ქვეყნის განვითარებასა და სრულყოფილი განათლების მიღებაში. 1918 წლიდან, კავკასიაში პირველმა ეროვნულმა უნივერსიტეტმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოში მაღალი სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მიღებას, რომელშიც ჰარმონიულად არის შერწყმული ქართული ტრადიციებისა და ევროპული ტიპის უმაღლესი სკოლის მიმართულებები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა არაერთი ღირსეული პიროვნება  აღზარდა, რომელმაც ქვეყნის წინსვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. იყო უნივერსიტეტელი, ნიშნავს, რომ ზედმიწევნით სრულყოფილად ფლობდე იმ ცოდნასა და უნარებს, რომელიც საჭიროა ქვეყნის განვითარებისათვის, დემოკრატიული პრინციპების გამყარებისა და ეროვნული ღირებულებების დაცვისთვის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისი მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში და ცოდნის მიღების თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო, როგორც საქართველოს, ასევე ევროპის უნივერსიტეტებს შორის. კომისია მიესალმება უნივერსიტეტში დანერგილ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ტექნოლოგიებისა და მიმართულებებს, ცოდნის მიღების იმ შესაძლებლობებს, რომელთა მიზანიცაა საუკეთესო პროფესიონალი კადრების აღზრდა, რომლებიც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ როგორც ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის, ასევე სხვა დარგების განვითარებაში.