ჯეიმს ბლანტი ფესტივალზე "დამოუკიდებლობის დღე "Goodbuy my lover" და "You’re Beautiful"-ს შეასრულებს

ჯეიმს ბლანტი ფესტივალზე "დამოუკიდებლობის დღე "Goodbuy my lover" და "You’re Beautiful"-ს შეასრულებს

18 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი მსოფლიოს მასშტაბით -  ეს შთამბეჭდავი შედეგი ყველასათვის ცნობილ და საყვარელ ბრიტანელ შემსრულებელს ჯეიმს ბლანტს ეკუთვნის. მისი სადებიუტო ალბომი "Back to Bedlam" ბრიტანეთში 2000-იანი წლების ყველაზე გაყიდვადი ალბომების სიაში მოხვდა. 2017 წელს მომღერალმა უკვე რიგით მეხუთე ალბომი Afterlove გამოუშვა და დაიწყო მსოფლიო ტურნე, რომელშიც საქართველოც მოხვდა.

ჯეიმს ბლანტი თბილისს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ამავე სახელწოდების ფესტივალის ფარგლებში ეწვევა. ორგანიზატორების თქმით, მომღერალი და კომპოზიტორი  მიხეილ მესხის სტადიონზე გარდა ახალი ალბომის წარდგენისა, უკვე გაჰიტებულ და ყველასთვის საყვარელ სიმღერებს "goodbuy my lover" და "You’re Beautiful"-აც შეასრულებს.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.

ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live, რომელიც  მსოფლიოს  წამყვან  შემსრულებლებთან თანამშრომლობს.

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

20 ივლისი, 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის ჰაერის დაბინძურების თემაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარა. შუალედური შედეგები უკვე ცნობილია. „ეკოხედვის“ ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების...